R_U_Rმეგობარო შეიძლება შენ სულ სხვა რამეს გულისხმობ, მაგრამ ძალიან ჰგავს ჩემი 7-8 წლის წინანდელ აზროვნებას.
ახლა ვფიქრობ რომ ფარული დეპრესია მქონდა მაშინ, რაც წლების ნაგროვები არასწორი მიდგომების შედეგი იყო
ასეთი აზროვნება და საკუთარი თავისგან გაქცევა კი ჩემი ასე ვთქვათ "მეთოდი" იყო ამ დეპრესიასთან საბრძოლველად. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
თავიდან დაიწყო სრულიად კეთილშობილური მისწრაფებებით რომ უფრო მეტი მესწავლა და გავზრდილიყავი
შემდეგ ნელნელა დავიწროვდა ამ მისწრაფებების არეალი და მივედი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, სხეულის ენით ზემოქმედების და სხვა მსგავსების შესწავლამდე
ამეების ათვისებამ და გატესტვამ საერთოდ გამთიშა რეალობისგან და ყალბი მაღალი თვითშეფასება მომცა
თავისმხრივ ამ მაღალმა თვითშეფასებამ ამბიციები გამიძლიერა
ამბიციებმა შესაბამისად ამამოქმედა
და 7-8 წლის თავზე აბსოლუტურ ჩიხში შევედი. ამ ჩიხიდან დღეს ჯერ ისევ გამოვდივარ და ბოლომდე ვერც გამოვსულვარ.
მოკლედ, აი ეს გელოდება შენც სავარაუდოდ და კარგად დაფიქრდი გიღირს თუ არა

თუ ცხოვრებას ვერ უგებ და სხვა მსგავსი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები გაქვს, ჯობია პროფესიონალ ფსიქოლოგს გაესაუბრო. ნუ ეცდები ამ წინაღობებთან გამკლავების "ალტერნატიული" მეთოდების გამოგონებას.
This post has been edited by ლ on 15 Apr 2016, 19:43