იქნებ გეცადა შენც ხატვა?
ერთ ზღაპარს მოგიყვები და დახატე არაა ძნელი, უნდა მოამზადო ფურცელი ორივე მხრიდან დასხველებული და "კლიონკაზე" ან რაიმე ფიცარზე დააკრავ
ასე სისველით ეკრობა, მერე კი ფერების შეხვედრას დახატავ.
ზღაპარი ფერების შეხვედრაზე:
ზემოდან თეთრ ფურცელზე მოდის ყვითელი ფერი ის წყლიან ფურცელში იჟონება და განიშლება კაშკაშა ყვითლის სხივებში...
ამ დროს რას ხედავს.. ხედავს რომ ფურცლის ქვემოდან ლურჯი ფერი მოემართება ის ფუძეში უფრო მუქია ვიდრე ზემოთ ის გამოხატავს
სიღრმეს და უძირო განცდას იწვევს.
შეჰყურებს ლურჯი ფერი ზემოთ მოფარფატე ყვითელს და ფიქრობს უფ რა მოუსვენარია ეს ყვითელი ფერი თალებს მტკენს მისი სხივები
ყვითელი ფერი კი ზემოდან დაჰყურებს და ფიქრობს, ფუ რა მძიმეა ეს ლურჯი ფერი მასთან შეხება ჩემს სიკრიალეს გააჭუჭყიანებსო.
ეს ორი ფერი სხვა და სხვა ფუნჯით უნდა დაიხატოს ანდა კარგად უნდა გაირეცხოს ფუნჯი რომ სუფთა ლურჯი იყოს და სუფთა ყვითელი...
თანაც საჭიროა რომ ფუნჯიც განცდილი იყოს, თუ როგორ იწოვს სველი ფუნჯი ფერს და მერე გაიღებს ქაღალდზე.
გაგრძელება იქნება...
* * *
ხოდა ასე ფრთილად და ამრეზილად უახლოვდებიან ეს ორი ფერი ერთი მეორეს მიახლოების ადგილზე ფრთხილობენ ძალზედ და გათხელებული
ფენებით მიიწევენ წინ უცნობი ფერისაკენ. ბოლოს შეხვედრაც ხდება და უცბად ხება სასწაული, მათ შვილი ეყოლათ მწვანე ფერი წამოიქმნა უცბად
რომელმაც უფრო დაახლოვა ამ ორი სუფთა ფერის გაუგებრობა, მაგრამ დაძაბული სიტუაცია მაინც არის ამ ორ ფერს შორის მწვანე ფერი ვერ შველის მათ.
ვინაიდან ის არაა სუფთა სისხლის ფერი ის ხომ წარმოქმნილი ფერია ანუ ყვითლის და ლურჯის ნაჯვარი..
საჭირო გახდა მესამე სუფთა ფერის გამოძახება რომელიც ამ გაუგებრობას უცბად მოაგვარებს... ეს არის წითელი ფერი..
* * *
წითელი ფერი სიფრთხილეს სულაც არ იჩენს ის გამოჰკრავს ხელს ლურჯს და შექმნის იისფერს, მერე წამოჰკრავს ხელს ყვითელს და შექმნის ნარინჯისფერს და
ასე შეთამაშებით დაამყარებს სრულ ჰარმონიას. ასე დამთავრდა ზღაპარი სამ ძირითად ფერსა და მათ მიერ ნაჯვარ სამ ფერს შორის.
სუფთა ფერებია:
ყვითელი, ლურჯი და წითელი.
ნაჯვარი ფერებია:
მწვანე, იისფერი და ნარინჯისფერი.
პს.
წითელი ფერის ხმარება ძალიან ფრთხილად არის საჭირო გადამეტებული რაოდენობა
ნახატს გააფუჭებს, ცოტა კი დაამშვენებს. განსაკუთრებით მწვანე ფერთან შერევას უნდა მოარიდოთ,
მწვანე მისი შექმნილი ფერი არაა და ეგრევე იჭრებიან ორივენი და რაღაც უცნაურ ყავისფერს ქმნიან,
თუმცა ყავისფერიც საჭიროა ხოლმე ნახატზე, მაგრამ ამ ზღაპარს ასეთი ფერთა ჰარმონია უფრო უხდება
ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობაც გამოდის.
This post has been edited by Artist on 1 Aug 2016, 13:59