თუ რამე ასაკობრივი კრიზისები არსებობს, 30-ს მერე იწყება ან 30-ს მერე უნდა იწყებოდეს.
არც კი ვიცი, კრიზისში ვარ თუ გაბრწყინების დასაწყისში, მაგრამ მაინც ერთი და იგივე მგონია ორივე.
ეხლა უფრო მომეტებულ ყურადღებას ვუთმობ აწმყოს, მაგალითად, შეიძლება ძაან ვისიამოვნო ლუდის ერთი ყლუპით ან ქაბაბის ერთი ჩაკბეჩით,
ყავის ერთი მოსმით, სიგარეტის ერთი ნაფაზით ან უფრო მშვიდად და მომენტის სისავსით დავაკვირდე ქუჩაში ქალის თვალებს, მკერდს, ფეხს.
უფრო მშვიდად დავაკვირდე ზოგადად ყველას და ყველაფერს, იმის იმედად, რომ პროცესებში ჩართვის შესაძლო მომენტი არ გამომრჩეს და
მერე იმაზე არ ვინანო, რომ რამე გამოვტოვე, უფრო სწორად ,,ცხოვრება გამოვტოვე''.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი. უფრო და უფრო ვკარგავ მორიდებასაც და მოკრძალებასაც,
უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ თითებზე ჩამოსათვლელია ის ადამიანები, ვისი მორიდებაც ღირს ან ვისი აზრის მოსმენაც ღირს.
და მეც უფრო ფეხებზემკიდია ვხვდები საზოგადოების მიმართ.
უფრო და უფრო ცხადი ხდება ჩემთვის, რომ მოწიფულობის და ზრდასრულობის ხანაში შევდივარ და რაღაც რაღაცეები უკვე ტეხავს,
მაგრამ არც იმაზე ღირს უარის თქმა, რაც შეიძლება საზოგადოებრივმა აზრმა გაკიცხოს. უფრო და უფრო ვგრძნობ, რომ აღარ შეიძლება
მომავალში ასე დაჟინებით მზერა და დროა, რომ მეც ჩემი სიტყვა ვთქვა, ავი იქნება თუ კარგი. დროა, ჩემი ჰო, ჰო იყოს და არა, არა.
უფრო და უფრო ადვილი შესამჩნევი ხდება ჩემთვის ადამიანური მანკირებანი, უფრო ადვილად ვხედავ ბოღმას, შურს, ტყუილს, ამპარტავნებას,
თავხედობას, მზაკვრობას, ჩათლახობას, ბოზობას და ა.შ. ამიტომაცაა ალბათ, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ძაან ყალბი მგონია და ერთიანად თითქმის ყველა ,,პოლიტიკოსი" შემზიზღდა.
უფრო და უფრო მებრძვის იმედგაცრუება, რომ თითქოს, ამ დროისთვის უფრო ,,მეტი'' უნდა ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ, მაგრამ
რაც ვარ, ვარ და უნდა ვიყო!! არ ღირს შეადარო საკუთარი თავი ვინმეს - თუ უკეთესი აღმოჩნდი, თავი გიმსუბუქდება, თუ უარესი
აღმოჩნდი, პირიქით - ზედმეტად გიმძიმდება. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია - კარგავ საკუთარი თავის ადეკვატურად აღქმის
უნარს და შესაძლებლობას. მოკლედ, ერთიც გირხევს და მეორეც. ამიტომ, თუკი მჭირდება სხვაც მკიდია და სხვისი აზრიც.
ამდენის თქმაც არ მინდოდა. ფსიქოლოგიის განყოფილება რაიმე პრობლემის გადაჭრის მიზნით წრეზე მსხდომი ხლახი მგონია,
სადაც ყველა თავისას ყვება. ეს სურათი არასდროს მხიბლავდა, მაგრამ მაგის ჯეკაც, მე ხომ 30-ს გადაცილებული ვარ უკვე და რაღაცეებს
სხვანაირად ვუყურებ.