და რატომ???
მე კიდევ ყოველთვის მიკვირდა რატომ არიან ახალგაზრდები უსიცოცხლოები... თუმცა არც მე არ ვგრძნობ თავს არაახალგაზრდად
ძალიან ბევრი ,,ახალგაზრდა ბებერია'' ჩემს გარშემო, ნუ იმ გაგებით რომ სიცოცხლე არ უხარიათ და ყველაფერი ეზარებათ...
დღეს პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ დღევანდელი დღით არ უნდა ვიცხოვროთ...
ყოველთვის ვეძებ რაღაც პოზიტივს და ვპოულობ კიდეც...
თუნდაც იმაზე დაფიქრდი რომ ოთხივე კიდური მთელი გაქვს, ორივე თვალით ხედავ, საუბრობ და ხმაური გესმის, ამას არ ვაფასებთ ადამიანები და გარშემო წვრილმანებზე ვწუწუნებთ...
სამსახური არ გაქვს? ეძებე, ფარხმალი არ დაყარო და აუცილებლად იპოვნი... მე არავინ დამხმარებია, თვეების განმავლობაში ვეძებდი და ვიპოვნე..
სიყვარული გინდა? დაელოდე, აუცილებლად მოვა.. გამოჩნდება ))
უხასიათოდ ხარ? იპოვნე პოზიტივი და თავი გაიმხიარულე...
If you judge people, you have no time to love them...