ვუაიმე, უსათაუროელი ბარტყები ყველაზე ჰალალები არიან.
ჩემი დარეგისტრირების მთავარი მიზეზი იყო ზოგიერთი გარემოების გამო იზოლაციაში ცხოვრება.
ერთ დღეს ვარჯიშზე ინფორმაციის დაგუგლვისას ფორუმ.ჯი ისევ ამოაგდო და პირველად გამიჩნდა აზრი, მეც ხომ არ ჩავრეულიყავი ძიალოგებში.
დავრეგისტრირდი და სპორტის განყოფილებაში მუტრუკი შვარცნეგერის ავატარიან იუზერს ვესაუბრე.
შემდეგ, ფსიქოლოგია ვიპოვე, გავხსენი თემა ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე და მას მერე აქედან ფეხი არ მომიცვლია, რადგან მაშინვე უამრავი საყვარელი ადამიანი შემხვდა თემაში "ინტროვერტები".
ჩემი და უსათაუროს პირველი შეხვედრა ძალიან ცუდი იყო.
ჯერ ისევ ახალი დარეგისტრირებული ვარ და ეულ ბახუსში მყოფმა ბახუსოსოფიაზე გავხსენი თემა. ძალიან მახინჯობები დაწერეს და მე სულ ვწითლდებოდი რომ ვკითხულობდი. არადა თურმე ეგეთი იუმორის სტილი აქვთ ჩიტუნებს.
მოკლედ, ჩემთვის ფორუმი მაინც საყვარელი ადგილია.
მე აქ ვარ სრულიად მე, ჩემს განცდებს, აზრებს, ემოციებს გამოვხატავ წერისას. წერა კი ძალიან მიყვარს რაც ვარსებობ სულ.
არამარტო წერით, მე ვახდენ ვიზუალიზაციას ჩემი ცნობიერების ფოტოებით, გიფებით, მუსიკით.
მომწონს ეს სიჭრელე პოსტებში და ათასი ჯურის ადამიანი.
გავიცანი და შემიყვარდა სიმპათიური ადამიანები.
უარყოფით მხარეებს და თავებს არ შევეხები, რადგან არ ვიმახსოვრებ და აწი ეშმაკსაც დავიწყებიან.
გამარჯობა-ნახვამდის, ციყვებო! : )))
This post has been edited by ESTRELLA on 22 May 2016, 01:56