ESTRELLAარ გიპოვნივარ, უბრალოდ დამინახე.
ვივიანანგრევის სურვილი, როცა ძლიერია ადამიანში უამრავი რამ ხდება
ენერგიაც უზომოდ დიდია
თითქოს ტრანსფორმაცია ხდება
პროცესია, ცვლილებაა ეს არის ენერგია, რომელიც უნდა გამოვიდეს გარეთ
ძალიან ძლიერი და დიდია ეს ძალა. შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო ამით.
შეგიძლია წახვიდე,ირბინო,იყვირო,დახატო,იბრძოლო,დაწერო ყველაფერს დაეტყობა ეს ძალა
ძლიერია, მაგრამ არა უძლიერესი
ანგრევს, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავს
საკუთარ მეს...
ის მაინც არ მჭირდება
ვფიქრბოდი გაშვებაზე
ვფიქრობდი რომ თუ წავიდოდა უკეთ ვიქნებოდი. გამეღიმა და დასისხლიანებულ მუშტებს შევხედე.
თითქოს რევოლუციაა
ომია, დაბრუნებაა იცი რა არის? როცა გგონია, რომ შენ ტკბები, როცა გგონია რომ შენ კარგად ხარ, როცა ფიქრობ რომ ეს ყვავილები და ეს მზე ეს არის ყველაფერი და შენც თავს კარგად გრძნობ.
მერე ამჩნევ რომ ეს არ არის მზე. ეს არ არის ყვავილი. ეს არ არის ტკბობა. ეს ყველაზე ცუდია.
ეს არის, სადღაც გაგონილი ბოდვა, რომელიც მართალია, მაგრამ მას ვერ მოისმენ და ვერც გაანალიზებ ის უნდა იგრძნო შენ კი ვერაფერს გრძნობ.
წევხარ მინდორში და ფიქრობ რომ კარგია
ფიქრობ რომ უბრალოდ ხარ და თან შესანიშნავად
მერე მიდიხარ
მიდიხარ და ხედავ უფსკრულს
ხედავ უფსკრულს და გესმის ხმები
ყვირიან,წივიან და დახმარებას ითხოვენ
ხვდები რომ კვდები
ხვდები რომ არაფერი გაგაჩნდა
შენ იცი რომ კვდები და მაინც ეშვები თავით ამ უფსკრულში.
უბრალოდ ქრები და მიდიხარ.
მიდიხარ ტკივილში,ზიზღში,სიბინძურეში,სისხლში და როცა ბოლომდე შეიგრძნობ ამას. როცა სულის სხეულზე ბევრი ნაიარევი გექნება მაშინ შემოვა მზის სხივი შენში.
მაშინ იგრძნობ თუ რა არის სუნთქვა
უბრალოდ სუნთქვა
This post has been edited by არისტოტელე999 on 21 May 2016, 14:21
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options