..
და ისევ ჩემ შესახებ..
ვიწყებ - ღიმილით...
ვეძებ - ადამიანებს
ვგრძნობ - ინტუიციით
ვდარდობ - ხშირად
ვემალები - თავგადასულ ღრეობებს
ვიცი - ბევრი რამ არ ვიცი
მჭამს - სევდა...
არ მაინტერესებს - სხვისი ცხოვრების პირადი დეტალები
მიჭირს ურთიერთობა - გაუნათლებელ მორწმუნე ფანატიკოსებთან, განათლებულ შეუგნებლებთან და არაჰუმანურ ურწმუნოებთან.
მიკვირს - გულგრილი ადამიანების
მახსოვს - თითქმის ყველაფერი
უარვყოფ - შურს და სიძულვილს
ვინახავ - მხოლოდ მოგონებებს
ვივიწყებ - ადამიანების ცუდ მოქცევას ჩემ მიმართ
ვმალავ - საკუთარ დარდებს
შემიძლია - ვიკითხო უსასრულოდ
ვნანობ - ბევრ რამეს
მეშინია - თითქმის ყველაფრის, სიკვდილის გარდა
ვტირი - ბოლო დროს სენსიტიური გავხდი, აქამდე მხოლოდ ბავშვობაში
ვემტერები - საკუთარ თავს
ვპატიობ - სხვებს
ვიცინი - ხშირად
ვნატრობ - დროს და ბავშვობას
არასოდეს - ვიძლევი ტყუილ დაპირებას
მიხარია - სხვისი სიხარული
მაინტერესებს - თითქმის ყველაფერი
მრცხვენია - ყველა ჩემი შეცდომის
ვერიდები - კონფლიქტებს
ვუხეშობ - პირდაპირობა ხშირად უხეშობად არის აღქმული, ამიტომ ალბათ ვარ უხეშიც
ვუსმენ - ტომ ვეიტს, ჯოპლინს, მოცარტს, ბიორკს, "რედიოჰედს" ...
ვხარჯავ – თანხას (რაც მაქვს ხოლმე) ბოლომდე
მძულს - უპასუხისმგებლობა, უსამართლობა და სისუსტე
მსიამოვნებს - კარგი საფერავი
მენატრება - ბავშვობის უდარდელობა
ვკამათობ - სამწუხაროდ, ხშირად
მიყვარს - ცხოველები, უბრალო ადამიანები და თავისუფლება
ვოცნებობ - არ ვოცნებობ, მაქვს მიზნები.. მხოლოდ თავისუფლებაზე და ... ტყუპებზე , რაც ჩემზე არაა დამოკიდებული
თავისუფლება - მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! ეს არის ჩემი თავისუფლება!
აბსოლუტურ ჰარმონიას მაშინ შეიგრძნობთ, როცა სულის რიტმს აჰყვებითო და ვცდილობ ვიპოვო.. რაც კარგია ხომ ყველაფერი რთული მოსაპოვებელია

)
ვალამაზებ - ... რეალობას
დავცინი - ყველაზე ხშირად საკუთარ თავს
ვიტყუები - მგონი, არასდროს
Я не нарушаю правила, я просто живу по своим...
Когда вам не дают роли, которой вы заслуживаете, надо написать ее самому..
ბრბო ნედლი მასაა, რომლისგანაც ხალხმა უნდა გამოთალოს ხალხი..