დღეს, შემთხვევით მოვხვდი სოფელში და უფრო შემთხვევით მუშმულას ხეზე ახალი კაბით და ,,ბასანოჟკებით,,.
ვიყავი ხეზე , ვკრეფდი , ფეხები მიკანკალებდა.
ჩამოსვლისას ფეხი დამიცურდა და ჩავგორდი ჭინჭარში. ფეხი მტკიოდა. პირაღმა ვეგდე ბალახში და მეცინებოდა. მახსენდებოდა...
მაშინ როცა გადავწყვიტე ვინმეს დავყრდნობოდი და შენ ამოგირჩიე, მითხარი ხელს არასოდეს გაგიშვებო. მეც დაგეყრდენი.
ვიწექი და ვფიქრობდი... ყველა ძვალი რომ გადამმსხვრეოდა ამ დაცემის დროს იმის მეათასედ ტკივილს ვერ მომაყენებდა რაც მაშინ განვიცადე, შენ რომ გამომეცალე.
ვიწექი და ვფიქრობდი: მე ხომ თავიდანვე ვიცოდი, ვამბობდი
აბა რა უნდა გაგეგო შენ იმ ქალის, რომელიც დღისით ხიდან ხეზე გადადის ძველი ჯინსებით და ბათინკებით და საღამოს ქუსლებზე და გრძელი კაბით დადის ოპერაში. რა უნდა გაგეგო იმ ქალის რომელიც ყველას უბედნიერესი გონია , გვიან საღამოს კი ზღვის პირას ზის და წყალს ატანს თავის დარდებს.
This post has been edited by seta on 15 Jun 2016, 01:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)