PANTALONE Artist A1oneman seta severuss cros soffo marimarita flying teapot Universe დაა გამომჭენებელო
don_achoo ბისზე გამოდით, ყვავილები უნდა მოგართვათ.

დიდი მადლობა ყველას, თითოეული პორტრეტი ძალიან შემიყვარდა და სამახსოვროდ შევინახე.
ვუყურებ და ვცდილობ მათში ჩემი თავი დავინახო გვერდიდან,სხვისი წარმოსახვით ან შესაძლო ვარიანტი ჩემი პიროვნების.
რაც შეეხება ფიზიკურ მსგავსებას, ამაზე აქცენტს არ ვამახვილებ,ჩემს ფოტოებში მოიპოვება უამრავი ფოტო, რომელთა ამორჩევისასაც თქვენს დახატულს პორტრეტებს შევუსაბამებ.
უფრო ვაკვირდები მათი საშუალებით ასახულ ფსიპორტრეტს.
ზოგიერთმა ნოსტალგია გამოიწვია, ზოგმა რაღაც გამახსენა, ზოგი მეუცხოვა და ზოგმაც კონდიცია სოდადეში შემაგდო.

ცოტას დავკონკრეტდები მაშინ, თითოეულ ნახატზე ვიტყვი..
(ასე ძნელი ყოფილა,რადგან ეს პორტრეტები მე ვარ და როდესაც პირადად მეხება,იმდენად თავისუფლად ვერ ვამბობ.)
...დავიწყე და წავშალე...სხვის პორტრეტებზე დავწერ ხოლმე.
PANTALONEზემოთ ავედი თუ ქვემოთ ვწევარ?
ულამაზესია ეს აბრიალებული სივრცე. თითქოს პასიური ვარ, ვუსმენ და იმდენი ხანი ვუსმენ, დამავიწყდა რას ვაკეთებდი და ჩამეძინა, გავშეშდი?
Artistშენს პორტრეტებში ორ სხვადსხვა ადამიანს ვხედავ, პირველი თითქოს მეცნობა. მეორეს მზერა და გამომეტყველება არასოდეს მინახავს. პირველი მხოლოდ ხასიათს აჩვენებს. მეორე ცოტა გეგმებსაც ან აზრებსაც, მის მზერაში ცოტა სიჯიუტე ან გაფანტულობა იგრძნობა.
ისინი ამბავს არ ყვებიან, გამოიხატებიან.
A1oneomanდახატე არაფერზე და არავისზე გაბრაზებული ან აგრესიული ქალი, რომელსაც მოსწონს თავისი თავის კამპანია და ვერც ამჩნევს ამ ყველაფერს?
setaკეთილი და მოსიყვარულე ქალი, კლასიკური და თან ბავშვური..
ალბათ შვილები ჰყავს და უყვარს დიასახლისობა.
მაგრამ არ მოსწონს გვერდით მცხოვრები ჭორიკანა მეზობლები?
severussსამუზე გოგოა, ოღონდ არც ისე ნაზი.
აგრესიულ-სექსუალური და წინ ალბათ მორიგ მსხვერპლს ეძებს.
მას არ სჭირდება ყვავილები, კომპლიმენტები და მოფერება..მისთვის არაა შინაური ფუმფულა კატობა.
crosსამყაროსთან და ვერც თავთან ჰარმონიაში ვერაა, სწორედ ამის მიზეზია ეს ნაღველი. თუმცა უბოროტო, ნაღვლიანი და ჩაღიმებულია..ალბათ ის აღიმებს რომ ფიქრობს მისი გარეგნული მხარე არაა შესაბამისი შინაგანთან, გარეგნულად უფრო მეტია მამაკაცური და ამის გამო არ უფრთხილდებიან...დაკარგული აქვს ინდივიდუალიზმი, წარბები

და ხასიათი, თმა.
soffoშენს საყვარელ,ნაზ და კეთილ გოგოს ჯერ ცხოვრებაში ბევრი არაფერი უნახავს. ახლაც, ასე რომ აყურადებს, თავისი თავია, რადგან მასაც არ იცნობს ჯერ..
marimaritaთითქოს უკვე დიდია, გაზრდილი, თითქოს დიდ ხანს ებრძოდა თავს და მისგანვე ცხოვრებას, რომ თავადვე დაეჯერებინა ზღაპრულობის.
მერე, ყველას და ყველაფერს ზურგი აქცია და წინ წავიდა,ოცნებასთან შესახვედრად, ამიტომაც ასე მორთულა..
და მის უკან მდგომ ხალხს, იქნებ სახელსაც რომ ეძახდნენ,დაბრუნებულიყო, პეპლებს ე.ი. მისი რწმენის ნაპერწკლებს უტოვებს.
flying teapotწინა გვერდებზე დავწერე და იგივე დარჩა შთაბეჭდილება.
გოგოს უკან არის გრძელი ამბავი და ქსელი გარდატეხებისა, თითქოს უკან მოუტოვებია ყველაფერი და უამრავი ბრძოლის შემდეგ ბუნებრივად მოსულა ამ ბუნებრივ მდგომარეობაში, ბუნებაში, თავის ხესთან... გარინდებულა და მშვიდადაა.... ..
Universeძალიან დიდი გული გაქვს, როგორ დაინახე და გადმოეცი...უუდიდესი მადლობა. :*
ფოტოს ვარჩევდი ათასი წლის მანძილზე, აჩო დამემოწმება.
"მე" ვერსად ვიყავი თითქოს.
ბოლოს რაც ავარჩიე, ფონითურთ მე ვარ.
აფრენილი ჩაინიკის პორტრეტიც განსაკუთრებით ახლოა ჩემთან.
მოკლე დროით, მაგრამ გამომიცდია ეს ჰარმონია თავთან.
ჰო, და ამ პორტრეტების ნახვის შემდეგ გამახსენდა წარსულის ქრონიკული სურვილი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც არ ვარ ე.ი. ცბიერი და მაცდური ბოროტი ჯადოქარი სექსუალურ დედოფლად გარდაქმნილი.
აი ისეთი, როგორიც ადრე woman_ დავხატე სიტყვებით.
ალბათ ეს პოსტი იქნება ძალიან გრძელი.
This post has been edited by ESTRELLA on 7 Jun 2016, 16:33