მოკლედ ყველას ნახატი ძალიან მომეწონა და მნიშვნენობა არა აქვს ჩემი ფსიქოპორტრეტი შედგა თუ არა,იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცნობ ბოლომდე საკუთარ თავს და სხვას როგორ გამოუვა : )
მარიტას ნახატი: ლამაზი ფერები,სილაღე,ბედნიერება,ბუნებით ტკობობა(ჩემი სტიქია) და ისეთი,როგორიც ალბათ ოცნებებში ვარ

(პ.ს. სხვათაშორის პეპლების კოლექციასაც ვაგროვებდი და ჩემი საყვარელი არსებაა ზოგადად)
სეტას ნახატი: იდუმალი ქალი,რომელიც ფართო საზოგადოებას ერიდება,თავს იკავებს ხშირად აზრის გამოთქმაში,ჩუმადაა და თმებსაც მალავს-თავის ქალურობას და ბევრჯერ ჩრდილში უყვარს ყოფნა,მაგრამ ყველაფერს აკვირდება,ყველაფერი აინტერესებს და სწავლობს. ბუშტები-ბავშვურობა მუდამ სულ მიყვება.
თიფოთის ნახატი: ვიცი,რომ ავათარიდან გამომდინარე შეარჩიე ფერები,მაგრამ ასე ზღაპრულად ვერ წარმოვიდგენდი. წიგნის ილუსტრაციას გავს და მიხარია თუ ის პერსონაჟი ვარ : ) ხოლო ფერს ვერ წარმოიდგენ როგორი ღრმა დატვირთვა აქვს.ბევრი რომ არ გავაგრძელო აქაა ახსნილი მაგ მაგიურ ფერზე (http://magicofcolour.ru/znachenie-fioletovogo-cveta/ )
არტისტის ნახატი: მოდილიანის ქალი,ცოტა ყელწაღერებული,თუმცა ნაღვლიანი,მაგრამ თვალებიანი! ჟანა ებუტერნისნაირი თავდადება და ერთგულება. ვინ იცის მეც როგორ დავასრულებ... :უსერ:
ჯორჯის ნახატი:

მერჩის!

სათვალიან ფოტოს არ დავდებ შესადარებლად,მაგრამ მეორეზე ვიტყვი,რომ სიურეალისტური გადახრები მაქვს ნამდვილად,თან გაბრაზებული კურო დამხატა. ისე სიურეალიზმის მამაც ხო კუროა ბრად
ელოუნმენის ნახატი: ამ გამოხადვაში ჩანს ჩემი ხასიათი და მაგით ყველაფერი ნათქვამია. ცოტა დისტანცია,ცოტა გამოწვევა და ისევ გაქრობა

უნივერსის ნახატი: უნივერსალური გოგო ხარ ჩემი თავი ბუნებაში რომ დაინახე

ჩემი სული ხეშია,რეინკარნაციის დროს ალბათ ფინიკის პალმად მოვალ,სახელიც ხო ტყუილად არ მქვია მისი

სევერუსის ნახატი: შენზე ზედმეტია კომენტარი,იმდენად პროფესიონალურად ხატავ,დარწმუნებული ვარ რომ გენახე 1-1ში იქნებოდა
დიიიიდი მადლობა ყველას და ვიტყვი,რომ ცხოვრებაში იმდენი ნეგატიურია,რომ ასეთი პატარა ყურადღება და დადებითის გაზიარება ერთმანეთისთვის თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს!