უბედურებაც ეგ არის რომ გამოცდა არ ყოფილა
უნარები გადასარევად ჩავაბარე, თავს არ ვიქებ მაგრამ ჩვეულებრივად გრანტის იმედი მაქვს, ანუ კარგად ჩავაბარე იმის თქმა მინდა
ხოდა ილიაში საკვები პროდუქტების მეცნიერებაზე შევიტანე საბუთები
მერე გასაუბრება იყო, არაფერი ისეთი არ უკითხავთ, ან სიღრმისეული არ რთული
მაღალი მოტივაცია გაქვსო გამოსვლის წინ ეგაც კი მითხრეს
საქმე იმაშია რომ 6 ადგილი იყო და 40 აპლიკანტი, გუშინ კიდევ 2 ადგილი დაუმატებიათ
და სულ 8 კაცს მიიღებენ.
ხოდა მე ჯანდაცვა მაქვს დამთავრებული, მერე ეპიდემიოლოგია და ეხლა ძალიან მინდა ნუტრიციოლოგიის სწავლა
და ცხოვრებაში ესე ძალიან პირველად მინდა მართლა რაღაცის სწავლა და იმიტომ არ ვაბარებ
რომ ჩემი ოჯახის წევრებს უნდათ ან ვალდებულად ვგრძნობ თავს
უბრალოდ ილიაში საკვები პროდუქტების მეცნიერების სწავლა მინდა
დედა რამდენი დავწერე

მაპატიეთ
პ.ს. უკვე ძალიან მცხვენია და ჯობია სპოლიერში იჯდეს