დილა მშვიდობისა!
GeorgeSword ნერვულ ფონზე მაღალი მგრძნობელობაა, მესმის.
crosეს რა ინსტრუმენტია?

ვითომ ესეც ჩემი ფეისია))
პლაჟზე ვიწექი. მოვიდა . ისეთი ხმა იყო... ცუნამისმომასწავებელი და ძალაუნებურად თავი მისკენ მივატრიალე.მარცხენა ხელში ხაჭაპური ეჭირა , მარჯვენაში ჩანთა. მოკლე შორტი ეცვა და მოტმასნილი მაისური , ყველა გამოზნექილობა კარგად ჩანდა. კაი ჩათქვიფინებული იყო. ძვალს ვერ უნახავდი.
50 მეტრში მდგარ შეზლონგების გამქირავებლისკენ მიმართა მზერა და:
_ერთი აქ მოდი შე ###-ო( ტუუუუ...)
იმან ვერ გაიგონა. ამან იქვე ჩამოვლილ სიმინდის დამტარებელ ბიჭს ,, კუკურუზ გარაჩი,,-ს მოკიდა ხელი, გამოართვა ერთი სიმინდი და :
_ერთი იმას დაუძახეო.
,,შეზლონგერის,, მოსვლამდე ეს სიმინდი კრიალოსანივით ჩაიმარცვლ-ჩაითვალა კბილებით.
მოვიდა ეს:
_ შეზლონგი მომეციო_ და ფული მიაწოდა.
წამოწვა.ამასობაში ფუნთუშები გაჩნდა და მზესუმზირა. მოკლედ, თორმეტი წუთის განმავლობაში, ყველაფერი, რამაც ჩამოიარა, ჩამოიცურა და ჩამოიფრინა_შეჭამა. ცოტა ქვემოთ ჩავიწიე, ვიფიქრე კბილის ჩხირად არ გამომიყენოს -მეთქი. გადავრჩი.
ზღვას გადახედა და მარტო მოცურავე არაქართული გარეგნობის კაცს მოჰკრა თვალი , ერთი შესძახა: ,,დალი, შენ იყავი ჩემი მფარველიო,, და ზღვაში გადაეშვა მომხიბლავი ღიმილით.
სულ რაღაც სამი-ოთხი წუთი დასჭირდა და იღლიაში ამოდებული მოსხმარტალე თურქი მეხუთე წუთზე შეზლონგთან, მის ფერხთით ეგდო. თვითონ კი მორიგ ფენოვან ხაჭაპურს მიირთმევდა.თან ლარის და ლირის გაუფასურებაზე წუხდა და არწმუნებდა რომ დოლარში უფრო საიმედოა ბიზნესოპერაციების წარმოება.
ერთი ამოსუნთქვა ამოვისუნთქე. ზღვა კოვზით დაილევაო და წარმოვიდგინე... ხომ შეიძლებოდა ამ არსებას ზღვა შთაენთქა, ზღვაში მოსხმარტალე ქალები და ბავშვები შეეჭამა, კაცები კი დიდ გუდაში ჩაესვა და წაეყვანა.
ფაქტობრივად იმ კაცმა გადაგვარჩინა.
ჰო, ამ გოგოს მეორეც ახლდა. გამხდარი. ყველაფერს აჩენდა რისი გამოჩენაც შეიძლებოდა , მაგრამ არაფერი უჩანდა. ტყუილად ეცვა გულზეგამჭვირვალე ზედატანში ბრწყინავი ლიფი. არც ღირს მოყოლა. უბრალოდ ფონის პატარა ნაგლეჯად გამოდგებოდა. იჯდა თავისთვის კუთხეში და მასტერკლასს გადიოდა.
არ მიყვარს სხვებზე მიყურადება, მაგრამ... როცა პირსახოცზე წევხარ ქვებზეჩახუტებული, თავი საითაც არ უნდა გადაატრიალო ზევით ყური აღმოჩნდება -ხოლმე.
ავდექი და წამოვედი. თან ვფიქრობდი:
_იმ ბიჭზე ამოიყრიდა მთელი ოსმალეთის ჯავრს. იიიშ!