გამარჯობა, ხალხ!

მანდალებს და სხვა გასაფერადებლებს როგორ უძლებთ?
მანდალების გაფერადება დავიწყე, სპეციალურად სიმბოლური დატვირთვის ავარჩიე და მაინც მოვკვდი მოწყენილობით, არანაირად მომეწონა.
ჩემებურად ხატვა უფრო მომწონს.
მაგრამ ეს რაღაც საინტერესოა,
http://mental.ge/mandala_paint/ ესენი ამოვბეჭდე და ჯერ მხოლოდ ერთი გავაფერადე, პირველი.
"1. ეს მანდალა დაგეხმარებათ გაერკვეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავი უკეთ იგრძნოთ როგორც ემოციურ დონეზე, ისე ფიზიკურად. ჯერ ერთი ფერი აიღეთ და ის ნაწილები გააფერადეთ, რომლისკენაც გული გაგიწევთ. ამ სავარჯიშოში ხომ ყველაზე მთავარი შინაგანი ხმის კარნახის მიხედვით მოქმედებაა. ნუ ეცდებით, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რომ ფერები ერთმანეთს შეახამოთ, რომ ლამაზი გამოგივიდეთ. ყველაფერი სპონტანურად უნდა აკეთოთ. როცა დაამთავრებთ, შეხედეთ ნახატს და დაწერეთ პირველი სამი სიტყვა, რაც თავში მოგივათ. მერე ეცადეთ ეს სამი სიტყვა ზემოთ დასმულ შეკითხვასთან დააკავშიროთ – რა მჭირდება იმისთვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო?"
მომიტანა სამი სიტყვა: ნაკადული, მოზაიკა, ზეცა და როდესაც დავაკვირდი საიდან, რატომ, მართლაც სასიამოვნო იყო და წარმოიდგინეთ კიდეც მივხვდი რა მჭირდება რომ ვიგრძნო თავი თავისუფლად ე.ი. უკეთ..
სხვებიც მაინტერესებს, მაგრამ ამ წინასწარ დახაზული კონტურების გაფერადება მაგრად არ მეხალისება

ესეც ჩემი "ნაკადული, მოზაიკა. ზეცა" <3