დღეს, იმდენი ცუდი რაღაც მოხდა არ მეგონა, რომ დღევანდელი დღე დასრულდებოდა.
ჯერ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ვიღაც ტიპი ამეკიდა. ძლივს მოვიშორე,
უკვე ოფისს რომ ვუახლოვდებოდი, მანქანამ ლამის გამიტანა.
შემდეგ ოფისში ის ადამიანი დამხვდა, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა მაქვს.
მთელი დღე მომიწია, მასთან ერთ ოთახში გაჩერება
და ,,ვითომ არაფერი მომხდარა" იერით საუბარი.
ერთი კარგი თანამშრომელი წავიდა და თავს მარტოსულად ვგრძნობდი.
სამსახურიდან ადრე წამოვედი და, მაინცდამაინც, მაშინ დავჭირდი ჩემს უცხოელ უფროსს,
დამირეკა სად ხარო და შუა საუბარში მობილური დამიჯდა.
ერთი საათი მარშრუტკაში მოვიხარშე.
სახლშიც სამსახურის საქმეებს ვაკეთებ, იმიტომ რომ თვის ბოლოა.
პროექტების დედლაინი ახლოვდება
მოკლედ, დედასთან, უშფოთველ ბავშვობაში, მინდა დაბრუნება.