მოკლედ, მე სამსახურში არ გამიმართლა ზნაჩიტ. თორემ როგორც ჩანს სამსახურშიც არსებობს ბედნიერება

4 სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე და უნდა ითქვას რომ ერთმანეთზე უარესები იყვნენ ყველგან

მიხარია თქვენ მაგივრად, ვისაც კარგი თანამშრომლები ჰყავს და ვისაც სამსახური კი არ თრგუნავს და ანადგურებს, არამედ აბედნიერებს და ავითარებს.
არადა კაცმა რომ თქვას საუკეთსო ადგილებში მაქვს ნამუშევარი საქართველოს კვალობაზე. და არსად, არსად არ სცემდნენ პატივს ადამიანს როგორც ასეთს. ყველგან ვცდილობდი რაღაც სიცოცხლე შემეტანა, მხიარულება, ღიმილი, ბედნიერება, ადამიანობა - მაგრამ ყველგან ცივი კედელი და დაბღვერილი სიფათები მხვდებოდა. და თან არა მხოლოდ უფროსობაში, არამედ სხვა კოლეგა თანამშრომლებს შორისაც.
როგორც ჩანს ჩვენს პროფესიაში ასეთი წარმოდგენაა - აუცილებლად უცხვირპირო, დაღვრემილი და საკუთარ თავში ჩაკეტილი, ამბიციური და ეგოისტი უნდა იყო. ტფუი ვისთან ურთიერთობაში დავხარჯე ნახევარი ცხოვრება

შარშანდელმა სეკრეტ სანტას გამოცდილებამ ხომ საერთოდ კინაღამ ცხოვრების ხალისი დამაკარგვინა

ზოგიერთზე ვირო-მადლი იმასგიქენიო, ალალი და ზედგამოჭრილია!
ერთი პირობა დავითრგუნე კიდეც. მეგონა რომ ჩემი ბრალი იყო. მეგონა რომ მე ვითხოვდი ზედმეტს ადამიანებისგან. მაგრამ ბოლოს მივხვდი რაშიც იყო საქმე. ზურგი ვაქციე უმადურებს და დავიბრუნე საკუთარი ბედნიერებაც. ამიტომ აღარ ვაპირებ რომ ვიმუშაო, უფრო სწორად სხვას ვემსახურო. ჩემი დრო არ მიღირს საიმისოდ, რომ ვიღაც უმადურებთან შეწყობას, მათ ხასიათებზე მორგებას და მათი უმადური გვამების ჯიბეების ფულით ავსებას მოვახმარო. ღმერთს მადლობა რომ საკმარისი ენერგია, ცოდნა და მოტივაცია მაქვს იმისთვის, რომ მე თავად შევქმნა საკუთარი ცხოვრება ისეთი, როგორიც მინდა იყოს.
არასდროს მსგავს უმადურ და კრისა ადამიანებს გვერდით აღარ გავიკარებ. არარსებობს იმაზე მაღალი ღირებულება, ვიდრე ადამიანობაა. თუ ადამიანობის არაფერი გცხია, უბრალოდ კრისა ხარ, გვამი და ვერც ბრენდი, ვერც ვითჴმ განათლებულობა და ბანკში ანგარიშები ვერ გაქცევს ადამიანად.
ვოტ ტაკ. ეს უნდა მეთქვა
This post has been edited by ინაველ on 23 Dec 2016, 15:27