ოთხშაბათს, ტურისტულიდან წამოვედი,
დავრჩი ჩემი ფრილანსერული სამსახურის ანაბარა.
თუმცა კაია, უფრო მეტი დრო დამრჩება ჩემი თავისთვის, ფილმების ყურებისთვის, წიგნების კითხვისთვის.
ღამეების თენებაც აღარ მომიწევს.თვალების ამოღამება.
კი, მომენატრება, ხოლმე, შაბათ-კვირას, გიდად მუშაობა, პრინციპში, ყველაზე მეტად ეგ მომენატრება.
მაგრამ რაღაც პერიოდი მაინც დავისვენებ, ფულიანი აზიელებისგან, რომლებიც თვლიან,
რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში, დოლარების ფრიალით, ყველას და ყველაფრის ყიდვა შეიძლება.
ვერ ვიტან, როცა როგორც ნივთს ისე მიყურებენ
წავალ, წიგნს წავიკითხავ. თავისუფალი დრო, უკვე, მაქვს