მართალს ამბობს ქ-ნი
marimarita
თან არაერთხელ მოგიწევს დაცემა. შეგიძლია სახლში იჯდე და ცერა თითი წოვო მთელი ცხოვრება, ასე ტკივილი ნაკლები იქნება, მაგრამ ფოლადადაც ვერ იქცევი. თუ გამოწრთობა გინდა დარტყმის ატანა უნდა ისწავლო.
დავწერ მეც რჩევებს:
1) ივარჯიშეთ. ძალისმიერი ვარჯიშები და რომელიმე კონტაქტური საბრძოლო სახეობა ძალიან დაგეხმარება. ენით ვერ აღწერს კაცი, რამდენად სასარგებლოა ეგ ფოლადად ქცევის საქმეში და ზოგადად ცხოვრებაში.
2) თუ მასტურბირებთ, შეეშვით. დღეს მოდაშია საუბარი, რომ ეს ნორმაა და მერე რა მოხდა, მაგრამ სამი თვე ჩამოუკვრელად თუ გაძლებთ და შეადარებთ მდგომარეობას, მერე ასეთ საუბარს სერიოზულად არ შეხედავთ. ჯერ დანებების პროცესი ნებისყოფას ხომ მაგრად აკაჟებს და მერე ამ ჩვევის მოშორებას თავისი ეფექტი აქვს ფიზიოლოგიის და ფსიქიკის დონეზე. ტერმინატორობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. რამდენჯერაც არ უნდა წაგიცდეთ ხელი, თავიდან დაიწყეთ, არ დანებდეთ.
3) შემოიკრიბეთ ძლიერი ადამიანები და ისეთები, რომლებსაც ძლიერად გახდომა უნდათ, რომლებიც თავზე მუშაობენ. წუწუნებს, პესიმისტებს, უქნარებს მაქსიმალურად ერიდეთ. გარემოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საერთო ან მსგავსი მიზნები გაქვთ, მთლად უკეთესი.
4) იკითხეთ წიგნები და ნახეთ ფილმები ძლიერ ადამიანებზე, მათ განვლილ გზაზე და ა. შ. სხვების არ ვიცი და ჩემთვის მაგარი მოტივაციაა.
5) თუ მეორე ნახევარი ჯერ არ აგირჩევიათ, ისეთი ეძებეთ, რომელიც გაგაძლიერებთ. ერთად რა მაგრად ერთობით და რა მაგარი ტრაკი აქვს, ეგ არაა გადამწყვეტი მნიშვნელობის

ხოლო თუ უკვე არჩეული გყავთ და არ გამოგადგათ, მოთმენა ისწავლეთ. ეგეც აძლიერებს ადამიანს.
6) არ გაექცეთ თქვენთვის არაკომფორტულ თუ საშიშ სიტუაციებს. პირიქით, სადაც მასეთი პონტი გაიჩითება, გადაეშვით. არ ვგულისხმობ უაზრო გარისკვებს.
ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით კიდევ ცალკე რჩევებია, რასაც დავწერ აქ გამოთქმული დაინტერესების შემთხვევაში ან მის გარეშეც

რაც შეეხება მიზნის დასახვას, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი პრინციპები. მიზანი (საუბარი გრძელვადიან ან მთელი ცხოვრების მიზანზე) არ უნდა იყოს ძალიან იოლი. ასე არც მუღამი იქნება და ვერც პიროვნულ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. არც ნამეტანი რთული უნდა იყოს. შეხედეთ საკუთარ ძალებს. სერიოზული გამოწვევა უნდა იყოს, მოკლედ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი მიდრეკილებები, ხასიათის თავისებურებები, რისი კეთება გიყვართ და რისი კეთება გეხერხებათ. მიზანი უნდა იყოს სასარგებლო სხვებისთვის და თქვენთვის. შეიძლება მიზნად დაისახოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშის სასახლის აშენება ან ყველაზე ბევრი სნიკერსის შეჭმა, მაგრამ რა ხეირი მაგის მიღწევით? რეალური სარგებელი უნდა მოჰქონდეს ხალხისთვის.
ეს თეორია. პრაქტიკული დახმარებისთვის და ინდივიდუალური რჩევებისთვის შეგიძლიათ დამიპიემოთ.