ამასწინათ აღმოვაჩინე რომ ჩემი დამოკიდებულება სხვებისადმი და გარესამყარასოდმი პრიმიტიულ ,,შტამპებშია“ ჩასმული...
რაღაც გაგებით საბეჭდ მანქანას ვგავარ. საბეჭდ მანქანაზე დააწვები კონკრეტულ ასოს და ისიც ზუსტად ამ ასოს აღბეჭდავს სუფთა ფურცელზე.
მეც ასე ვარ, გარკვეული გარემოება ,,დამაჭერს“ და მეც ზუსტად შესაბამის ემოციას/აზრს/სიტყვას აღვბეჭდავ ცხოვრებაში.
ყოველ გარემოებას თავისი შესატყვის ასო აქვს ჩემს სულში. ყველაფერი ძაან მარტივი და სტანდარტულია!!
ჰო, მე ,,დაშტამპული“ ვარ, თითქოს მანქანა ვარ, რომელსაც ზედვე აწერია, წარმოების წელი, წარმოების ქვეყანა, სერიული ნომერი
და თან ინსტრუქციაც ახლავს.
ვითომ მარტო მე ვარ ასეთი? არამგონია. ადამიანი ,,დაშტამპული“ არსებაა. ვინაა ამაში დამნაშავე, არ არის ადვილი სათქმელი.
და მაინც ძირითადი ,,შტამპველები“ ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფოა.
მთელი საზოგადოებაა შეპყრობილი ,,შტამპებით“ და ,,შტამპველობით’’. ყველა დაშტამპულია და იმავდროულად ცდილობს,
არავინ გაბედოს ამ შტამპებიდან გათავისუფლება.
სხვა არქეოლოგიური აზრებიც დამეჭყანნენ, მარა წერა მეზარება ეხლა
This post has been edited by carvera on 8 Nov 2016, 15:57