carvera
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1708
წევრი No.: 172064
რეგისტრ.: 20-August 13
|
#48898421 · 27 Sep 2016, 11:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგჯერ მიკვირს ზოგიერთის, როგორ პოულობენ შინაგან კომფორტს ცხოვრებაში, თევზებივით წყალში როგორ არიან?! მე ყოველთვის ,,რაღაც ვერ ვარ“, რაღაც სხვა მინდა ყოველთვის, უფრო მეტი თუ უფრო სხვა, ვერ გავიგე. სულ დაძაბული ვარ, ჯანმრთელობასაც ეს მირყევს უფრო, ვიდრე ყბადაღებული დაბინძურებული გარემო... რაღაც ,,დაკიდების“ ტალღაზე ვარ - სიამოვნებით დავიკიდებ უფრო მეტი შემოსავლის სურვილს, ათასერთიღამის წვრილმან პრობლემებს, ყველაზე მეტად იმ ,,თვალს’’, რომელიც მგონია სულ მიყურებს და მაკვირდება და მერე თავის აზრებს და შეხედულებებს აყალიბებს ჩემზე, საზოგადოების თვალს ვუწოდებდი ამას.. სიამოვნებით შემოვცხებდი მუშტს, ისე რომ ხელის სიმრთელეც დამზიანებოდა... მორალისტებსაც დავიკიდებდი... მე ადრე მორალისტი ვიყავი, და-copy-რებული მორალით (რომელიც ბოლომდე ვერ ჩავა-paste-ე ჩემში) ვსჯიდი ყველას და ყველაფერს, ყველაფერს რაც მოძრაობდა და სიცოცხლის უნარი ქონდა. ეხლა თავად მე მკიდია ეს ,,მორალიზმი“, გულს მირევს და ზიზღს მგვრის; გული მერევა სხვის საწოლთან მოდარაჯე მორალისტებზე, სამშობლოს ერთგულების მოდარაჯეებზე, ,,ძმობის“ გაუტეხლობის დამცველებზე... გული მერევა თავად დამცველებზე და არა დაცულ სიკეთეებზე. მერე თავად დამცველ მორალისტთან ვაიგივებ მის დაცულ სიკეთეს და აღარ მგონია, რომ დაცვის ობიექტი შეიძლება სულ სხვა რამაა თავისი შინაარსით, ვიდრე ის წარმოჩენილია მისი ქომაგებით... მოკლედ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მცდელობისა თუ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისა, რომ ადამიანი მოათავსონ მორალისტურ კოლბებში... მძულს მორალური მარწუხები, არა იმიტომ რომ ა-მორალურობა მიზიდავს, არამედ იმიტომ, რომ ეს მორალიზმი ისეთივე მკვლელია ადამიანის სულისა, როგორც ამორალიზმი... არა, უფრო სასტიკი და დაუნდობელია! შეწყალება თუ ამნისტია, გამორიცხულია მისგან. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალიზმი, მისი აწ უკვე კლასიკური ღირებულებები აუცილებელია ადამიანისთვის, თუნდაც ამ თავისუფლებამ იგი დაღუპოს. სანამ არ ტრანსფორმირდება ჩვენი საზოგადოება დრომუჭმული (რომ ვერ გაიგებ ეროვნულია, ტრადიციული, თუ დასავლეთმოძულე როსულ-კომუნისტური) და დამპალი ცნობიერების მქონე კრებულიდან, ლიბერალური ღირებულებების საზოგადოებად, მანამდე არაფერი გვეშველება! ასე მგონია, მანამდე არ მოგვშორდება თუნდაც ისეთი კონრეტული ჭირები, როგორიცაა დაბინძურებული ეკოლოგია, გრიპივით გავრცელებული არარეთი სერიოზული დაავადება და მთელი ეს შავი ჭირივით მოდებული დეპრესია. ქუჩაში თითქმის ვერ ნახავ სიხარულით, სილაღით, იმედით, ოპტიმიზმით და სიკეთით გაბრწყინებულ თვალებს. წამლად ვერ ნახავ თავაზიანობას და ალალ კეთილ სურვილებს... და სწორედ იმიტომაც, რომ ყველანი მორალისტები ვართ, ყველანი მომარჯვებულები ვართ სხვების გასალანძღად, შესაგინებლად, გასაკრიტიკებლად, შესაზიზღად, შესაძულვებლად... და როგორ გვიხარია ამ დროს, რომ ჩვენ ,,ესეთები არ ვართ“, ჩვენ ,,კარგები“ ვართ. არადა, ერთი დამპალი დ ა თახსირი ხალხი ვართ, რომელსაც ერობამდე უსასრულობა თუ არა, საუკუნეები გვაშორებს! საქართველო და ქართველი ერი აღარ არსებობს, ისინი დაიღუპნენ, მოკვდნენ, გადაშენდნენ! ჩვენ კი ვიბრალებთ, ერობასაც, ქართველობასაც და რას კიდევ, კაცმა არ იცის ბოლომდე. ერთმანეთს აღარ ვინდობთ არაფერში და საერთოც მხოლოდ ეს დაუნდობლობა გვაქვს, სხვა არაფერი! .... ერთად ერთი ოპტიმისტური აზრი ის მიტრიალებს თავში, რომ დუღილის პროცესში ვართ და მძღნერი სულ მაღლა და თვალსაჩინოდ ტივტივებს, ხოლო შიგანი იწმინდება ამ დროს, და სადღაც მომავალში მეტ-ნაკლებად გაწმენდილი სახით ამოიწევს ფსკერიდან.... ესეც მხოლოდ აზრად მაქვს, კონკრეტული წარმოდგენების გარეშე - წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ამის წარმოდგენა. და მგონია, უფრო და უფრო ბევრი ვხვდებით, რა წუმპეშიც ვართ. და იქნებ, ამგავრი ერთობა ვიყავით ყოველთვის და ეხლანდელი ,,გამოღვიძებაც’’ სწორედ ამის გათვითცნობიერებაა და მეტი არაფერი. და ნებისმიერი პროგრესის განცდაც ილუზიაა. უპატიებელი სიძულვილი მაწერინებს ამას თუ საპატიო სიყვარული, არ ვიცი და არც მაინტერესებს. რაც მაღრჩობს, სწორედ ის მაწერინებს; რისგანაც ვცდილობ ჩემი თავის და ჩემი ოჯახის განთავისუფლებას და არ მიშვებს, ის მაწერინებს. ამიტომაც თავისუფლებაა ჩემთვის უმაღლესი ღირებულება, ადამიანის თავისუფლება! ყველა თავისუფალი უნდა იყოს ყველაფრისგან! ადამიანი დაბადებით თავისუფალია ! და მხოლოდ ის ერთობაა უზენაესი დასაცავი და ხელშეუხებელი ღირებულება, რომელიც თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის პირმშოა! სხვა ყველაფერი კი უბრალოდ თავსმოხვეულია. და სწორედ ეს თავისუფალი ნებაა ღირებული ერისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ღმერთისთვისაც. და რაოდენ სამწუხაროა ჩემთვის, რომ ამას ვერ ვხედავ ეკლესიებში, ასე მგონია, იქ მხოლოდ ანაფორიანი (ფორმიანი) ადამიანები არიან აკრძალვების მზა სიებით ხელში. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, განა იქაც ამ მიწაზე გაზრდილები არ არიან, განა იქაც იმ მასიდან გამოსული ხალხი არ არის, რომელსაც ვერ გაუგია ვინ იყო, ეხლა რაა და რა უნდა, რომ იყოს. ამოვარჩიოთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე წარმომადგენელი ამ ვითომდა ქართველებიდან, დავბანოთ (პირობითად), განვწმინდოთ, ვასწავლოთ, განვანათლოდ და შემდეგ მივუშვათ და რამე საერო, საზოგადო მნიშვნელობის საქმე ვაკეთებინოთ. შედეგი საზარელი იქნება, ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ. მიმთითებელი, ინსტრუქტრი დაჭირდებათ. ალბათ ესაა რა მიზეზი - მონები ვართ დაბადებით და არა თავისუფლები. თავისუფლება რა არის არ ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ. მონები ვართ და ბედნიერებასაც მხოლოდ მონობაში ვხედავთ. და მეც, როგორც სუბიექტური ადამიანი, ამ მონობაში რუსეთს ვდებ ბრალს, სწორედ მაგათი ჰეგემონობის ქვეშ მივეჩვიეთ მუქთად ჭამას, სმას და ტყნაურს. რუსი ქალი ხომ ადვილად იკერება და ტყნაურობს! ქართველი კი არა. სამაგიეროდ, ქართველებს ქალიშვილობა და უბიეწოება ,,ვასწავლეთ“... ერთი სიტყვით, მონობაში შექმნილ ,,ფასეულობებით’’ ვცხოვრობთ და გვინდა, ესე ვიცხოვროთ. ეს გამხდარა დღეს ქართველობა, ტრადიციულობა და ეროვნულობა. არადა ყველფერ ეროვნულს დღეს ერთი სარჩული აქვს - მონობა! კომუნისტური სილაღე გადმოცემით ვიცი, მე კი მგონია, ეს სილაღე კი არა, განებივრებული ბავშვის სიცელქე იყო და სილაღესთან არაფერი კავშირი არ ქონდა. ამიტომ არაფერია გასაკვირვი, რომ დღეს არ ვართ ისეთი ,,ლაღები“... დღეს ხომ ჩვენ არავინ გვანებივრებს, იძულებული შევიქმენით ჩვენი თავი ჩვენვე შეგვენახა, ჩვენი ქვეყანა ჩვენვე აგვეშენებინა, იძულებულები ვართ ჩვენს მომავალზე, ჩვენს რაობაზე და ღირებულებებზე ჩვენვე ვიფიქროთ, იძულებულები ვართ ყველაფერი ჩვენი ჩვენ ვაკეთოთ და რა დღეში ჩაგვაგდო ამან?! - გაჭირვებაში, ერთმანეთის გაუტანლობაში, პარვაში, შურში, ბოღმაში და ერთმანეთის დაუნდობლობაში და ათას უბედურობაში... ამიტომ, სილაღე კი არ დავკარგეთ, უფრო კი არ გავბოროტდით, როგორც ზოგს გონია, არა! რაც არ გვქონია, იმას როგორ დავკარგავდით? უბრალოდ, ,,მზურნველი ხელი“ მოგვაკლდა, არავინ გვანებივრებს, არავინ გვატუტუცებს, არავინ გვაჭმევს, არავინ გვასმევს და არავინ გვატყნაურებს და ჩვენც გავბოროტდით!!! შევრჩით ერთმანეთს ეს გატუტუცებული ბავშვები და ერთმანეთის ჭამა დავიწყეთ.... მოკლედ, თავისუფლებამ ძაან გაგვიჭირვა. ძვირი გვიჯდება მონებს თავისუფლება და ისევ მონობა გვინდა! მგონი ესაა, ჩვენი დიაგნოზი! არავინ არაფერს არ გვამრთმევს. ქართველობა დიდი ხანია წართმეული გვაქვს... და ვდგევართ ჩვენთვის ახალი სამყაროს (უფრო თავისუფალის) წინაშე და გვგონია, რომ თუ შევაბიჯეთ, ქართველობას დავკარგავთ. მე კი მგონია, რომ ქართველობას კი არა, მონობას, მონურ ფსიქოლოგიას დავკარგავთ. თვითმყოფადობა არ გვაქვს და ეს კია საშიში თავისუფლებაში, მაგრამ ასე შანსი მაინც არის, თუნდაც თეორიული, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ... მონობაში არანაირი ეროვნული პერსპექტივა არ გვაქვს! მოკლედ მონები ვართ და ერთმანეთისთვის პწკარი თავისუფლებაც არ გვემეტება!
|