უ-ო #3მყუდრო ქალაქი. გაუქმებული ლიანდაგი. გარეთ და მაღლა. ორნი, ერთი თავისთვის, მეორეც ამ ერთისთვის. - ადრიანი შემოდგომა.
ხმაურიანი ქალაქი. მეტროს ლიანდაგი. შუაგულში და სხვა სივრცეში. ორნი, ერთი თავისთვის, მეორეც ამ ერთისთვის. - ზამთრის პირი.
ისევ ლიანდაგი. ისევ ორნი. ისევ ერთისთვის. ერთი გაქსუებული. - ზამთარი.
ლიანდაგებს შორის ბორბლები. თითქოს მთელი ეს ორი ერთისათვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი ადგილიდან მეორეზე გაქცევა, სადაც მაინც დაგყვება ის,
ვისაც გაურბი, რადგან თვითონ შენს თავს გაურბიხარ. გვერდით კი ის, მეორე მოგყვება, შენი თავისთვის ხელი ჩაუკიდებია და ერთად მოგსდევენ, თვალებში გიყურებს და გვერდით მოგსდევს ასე.
ლიანდაგიდან ბორბლამდე იყო ლამაზი, სუფთა ატმოსფერო, საკვები და მალამო. იყო, იგრძნო, დასვარა. დასავარა, რადგან სხვას გრძნობდა, სხვას განიცდიდა და ის სხვა სურდა მხოლოდ.
თუნდაც მას არ ეარსება ფიზიკურად, მაინც მხოლოდ ის სურდა, მხოლოდ ის იყო მისთვის და მხოლოდ მისთვის იყო თავადაც.
ფართოდ გაღებული კარი, იმდენად ფართოდ, რომ ეს კარგი ღობესავით შემოახვია და თავის თავში მოქცევა დაუპირა.
სამყარო, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა, იცვლიდა სახეს, ფერს, ხასიათს.
აოცებდა და აკვირვებდა, ოდნავ ეშინოდა, იმ წყალს გავდა ყრუდ რომ ისმის და უცებ მოვარდებოდა, წალეკავდა.
წალეკავდა, ოღონდ არაფერს დაუშავებდა, თითქოს კიდეც დაარწევდა და გაართობდა თავის ტალღებზე.
უმანკოების ელფერის მიღმა, გუგუნით მომავალი თავდავიწყების შეუჩერებელი ძალა.
განცდა, რომ ვიღაც მას ხელში აიყვანდა და ეს ვიღაც მასზე ძლიერი აღმოჩნდებოდა, თანაც საშიში.
ეს ვიღაც ხომ ის არ იყო, ვისაც განიცდიდა და ვისიც სჯეროდა, თუნდაც არასოდეს ეარსება.
შიში სხვა ადამიანში მოხვედრის და "თავისი ადამიანის" დაკარგვის კი გახდა ვერაგი მოთამაშე და ისიც გარდასახა.
შიშმა გარდაისახა თავისი თავი და გადაინერგა სხვაში, მისი საშუალებით.
...
გაუქმებული ლიანდაგივით მიტოვებული საკუთარი სიმცირე, ხანდახან აკითხავდა, ვერაფერს უხერხებდა.
ის კი მოხდა, ვისიც მუდამ სჯეროდა და ვისაც მუდამ გრძნობდა.
არსებობა და არსება - ნამდვილი, ადამიანი.
სიმართლე და სამართალიც, რომლისთვისაც სურდა და აუცილებელი იყო დაკარგული წმინდა შალის დაბინავება.
....
დრო კი ამოვარდა. მეხსიერებას შემორჩა განცდის სახით.
დროს დროის მონატრება სცოდნია. ძლიერი ნოსტალგია.
დროში დინება, ის საჭიროცაა და იქნებ მშველელიც.
იდინე, დროო, ნებას გაძლევს.
ნებას გაძლევს იყო მისი პირადი ბატონი და აკოცო ისე, როგორც შენ ინებებ.
ნებას გაძლევს.