marimaritaწარმომიდგენია როგორ განიცდი. ამდენი იფიქრე, დაწერე და გააფორმე. მერე უცბათ ბრახ და ვიღაცას დაუსწრია თურმე. ://
1 მაგას ჰკითხე ვინც შენ გითხრა თემა გახსენიო თავად როგორ გახსნა თემა

საინტერესოა რა პასუხს მოგცემს
მაგ განყში არის თემები, რომელიც 100 გვერდზე ასვლის მერე იხურება...იგივე განყში სხვა თემებიცაა, რომელსაც მოდერი 100 გვერდის მერეც ღიად ტოვებს.... მერწყულების თემა 100 გვერდზე ასვლის მერე იხურება ხოლმე.
თემის უკანასკნელ გვერდებზე იუზერები ერთმანეთში თანხმდებიან ვინ უნდა გახსნას შემდეგი თემა. ზოგან სხვა პრინციპია: ვისაც ყველაზე მეტი პოსტი აქვს დაგროვილი წინა თემაში ის ხსნის ახალ თემას. ზოგან ყოველთვის 1 იუზერი ხსნის ხოლმე იმ გარკვეულ თემას.
რთულია ამდენს, რომ იწვალებ და ყველაფერი წყალში გეყრება.

ეხლა შეგიძლია ეგ ტექსტი და გაფორმება მთლიანად მონიშნო და სადმე შეინახო.
ან უბრალოდ მაგ თემის ლინკი შეინახო. :///
100 გვერდზე, რომ ავა - მერე გახსნი და არავინ შეგეცილება.
უკვე ყველამ იცის და გარკვეულია, რომ შემდეგ თემას შენ ხსნი.

ეხლა გაიღიმე

მერწყულების შემდეგი თემა იქნება შესანიშნავი და ეს სწორედ, რომ შენი დამსახურება იქნება