#51596216 · 31 Oct 2017, 23:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
31 ოქტომბერი, 23:30
ამ თემაში მაინც ვიქნები მშვიდად და ჩემთვის. არაფერი ცვლის ისე განწყობას, როგორც მზაობა განწყობის შესაცვლელად. რომ სამყაროსადმი მიმართული ვექტორი არ უნდა მიმართო შენი თავისკენ და ყველაფერი დაემსგავსება უბრალოდ დღეების პალიტრას, რომელსაც ათვალიერებ და ტკბები. (ჰო, ტკბები ყველა განცდით დედამიწის ზურგზე. ჰედონისტი ვარ, უეჭველია). ეს ვექტორი ახლა ჩემკენ მაქვს და ვაკვირდები ჩემს თავს შიგნიდან. რატიანის ლექცი გამახსენდა "ჩემო დროგამოშვებით თავო..." და ა.შ. საქმე მიმართებაში უფროა, ვიდრე საგნებში. საქმე შეხედულებებშია და არა კონკრეტულ მიზნებში. საქმე ურთიერთმიმართებაშია და არა საკითხის თვითმყოფადობაში.
ჰო, ვიცი.. ვიცი. ვერავინ გაიგებს, რომც ილაპარაკო. ვერავინ დაინახავს ისე, როგორც შენ. და ამ ხედვის სუბიექტურობაში ისე მარტო ხარ და იმდენად მარტო ხარ.. აზრს კარგავს მერე ბევრი რამე.
--------------------
♛ you know me - i am a terribly real thing in a terribly false world that's why every road you are on leads to me
გოგო, რომელიც გიყვარს... იცნობ?
https://katietelia.sarahah.com/
|