#49781251 · 25 Jan 2017, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Turf
გასაგებია. მადლობა ^_^
QUOTE | სორი ადგილის წართმევისთვის biggrin.gif |
უი რას ამბობ, პირიქით, მადლობა, რომ ჩავარდნა გამოასწორე აბაა, ვიწყებ პასუხების გაცემას ^__^ჯერ QUOTE | სტანდარტული კითხვები : |
QUOTE | 1. ვინ ან რა შეიძლება ყოფილიყავი წინა ცხოვრებაში ? |
კონკრეტულად ალბათ ვერავისთან ვაიგივებ თავს, მაგრამ აუცილებლად ვიქნებოდი განათლების ან მეცნიერების სფეროში. ან ხე ვიქნებოდი.
QUOTE | 2. როგორ გაიხსენებ ბავშვობას ? |
ქვედა (3-დან 8 წლამდე) პერიოდი მახსოვს ძალიან მხიარული და მზით განათებული, შემდე 90-იანების შუაგულს ემთხვევა და ნავთის სუნი უდის. იმ დროს ბევრი უსიამოვნება მოხდა ჩემ გარშემო ოჯახშიც და ისეც და ამიტომ, ცოტა ისტერიული ელფერი დაჰკრავს.
QUOTE | 3. რას შეადარებდი შენი ცხოვრების გზას ? |
მებიუსის ლენტს  QUOTE | 4. სად არის შენი მომავალი ? |
არსად და ყველგან.
QUOTE | 5. რომელი ფერები ჭარბობს შენს გარშემო-ცხოვრებაში ? |
არცერთი ჭარბობს, ბალანსშია  ხანდახან ლურჯ-მწვანე ))) QUOTE | 6. რა განსხვავებაა ვირტუალურ და რეალურ შენს შორის ? |
ძალიან ცოტა. ვირტუალურად უკეთ შემიძლია ლაპარაკი.
QUOTE | 7. თავისუფლებას სად გრძნობ ყველაზე მძაფრად? |
ნებისმიერ ადგილას, სადაც მარტო ვარ.
QUOTE | 8. რა არის შენეული წარმატების განსაზღვრება ? |
შენს სიტყვას ანგარიშს უწევდნენ. აზრს გეკითხებოდნენ.
QUOTE | 9. რითი ხარ სხვებისგან გასხვავებული? |
სიტყვა „სხვა“ ისედაც გან„სხვა“ვებულს ნიშნავს. ასე რომ, იმით, რომ ისინი „მე“ არ არიან.
QUOTE | 10. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელ კითხვაზე გაინტერესებს პასუხი? |
სად და როგორ იქნება კაცობრიობა 1000 წლის შემდეგ.
QUOTE | 11. რომელი უფრო იცი- რა გინდა თუ რა არ გინდა ? |
რა არ მინდა aca baca banci buncaQUOTE | 12. ისეთი რისი სჯერათ სხვებს ისეთის რისიც შენ არ გჯერა? |
რომ სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულების (და არა ცოდვების) სიკვდილის მერე გამოსყიდვას შეძლებენ. და კიდევ იმის, რომ ვიღაც წერს მათი ცხოვრების (მოქმედებების) განრიგს  ასეთი დაჯერებით ცხოვრება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. მოკლედ, განგების(ბედის) არ მჯერა QUOTE | 13. თოვლის პაპის გჯეროდა როდესმე? |
არა. არასდროს.
QUOTE | 14. ყავა როგორი ჯობია ძალიან ცხელი, ცხელი, თბილი თუ ცივი? |
ცხელი. ცივი ზაფხულში  ისე, ყავა, როგორც ასეთი, არსებობს მარტო ცხელი. ცივი ყავა უბრალოდ გამაგრილებელი სასიამოვნო სასმელია. QUOTE | 15. სიგარეტს თუ ეწევი? |
იშვიათად. მეგობრულ კომპანიაში და ნასვამზე  QUOTE | 16. არასოდეს გიფიქრია გულის სიღრმეში რომ ყველა ადამიანში რაც კი საზიზღრობა დაგინახავს, 90% შენშიც არის? |
რასაკვირველია. საზიზღრობა ინდივიდუალური ცნებაა ისე. სიმართლესავით. ზოგადსაკაცობრიო საზიზღრობების გარდა ჩვენთვის საზიზღრობებიც ხომ არსებობს? აი, მაგალითად, ვიღაცისთვის ფრჩხილების კვნეტა საზიზღრობაა  )) და ა.შ. HurricaneKat.QUOTE | 1. შენი ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის? |
წამიერი ბედნიერებების დაჭერა და რაც შეიძლება მეტის  QUOTE | 2. როგორ ფიქრობ ადამიანს იდეის გარეშე შუძლია იცხოვროს? |
კი, რასაკვირველია. ბევრია ასეთი. აქ მთავარია განვსაზღვროთ, რას ვეძახით „ცხოვრებას“. ბიოლოგიური ციკლის შესრულებას თუ ეგოს განვითარების გრძელ გზას  QUOTE | 3. რისთვის გიღირს თავის გაწირვა? (კონკრეტული) |
შვილებისთვის.
QUOTE | 4. ცხოვრება მარტივია თუ რთული? |
ისევ „ცხოვრება“. ჩემთვის რთულია, უფრო სწორად - კომპლექსური. თან, განსხვავებით რაიმე უცხო ადგილისაგან, ჯერ რომ არ იცი და ნელ-ნელა ერკვევი, ცხოვრება პირიქითაა - რაც მეტს იგებ, მით მეტად გაბნევს :დ
QUOTE | 5. რომელი იუზერი შეგიყვარდებოდა? რატომ? |
ფსიქოლოგიის იუზერი იგულისხმება თუ სრულიად ფორუმის? :დდ ვინც მომწონს და შემიყვარდებოდა, პირადად ვიცნობ ძირითადად. ან ვეცდები, გავიცნო.
ფსიქგანყში hyperzet მიყვარს - ძლიერი ქალია, მშვიდი და სიტუაციას კარგად აკონტროლებს. ყოველთვის მესიმპათიურებოდა. ^_^ barakobama-ს ვიცნობ, მაგრამ სანამ გავიცნობდი, მანამდეც მიყვარდა - დახვეწილი იუმორისა და ჭკუადამჯდარობის გამო. OHOI_IKA დღიდან ჩვენი გზების ფორუმზე გადაკვეთისა, მიყვარს და ახლა რომ აღარ ჩანს ფორუმზე, ასე მგონია დავკარგე. მიუხედავად იმისა, ვინც ამ ნიკის მიღმა დგას, ახლოს ვიცნობ ძალიან))
--------------------
აეროტიკუსტემპერამენტუსი ©
▲ △ ▼ ▽ High in the sky, what do you see ? Come down to Earth, a cup of tea Flying saucer, flying teacup From outer space, Flying Teapot.
~~~ ''I would never die for my beliefs because I might be wrong.'' - Bertrand Russell
|