#50325906 · 8 Apr 2017, 23:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჰამ გადავწყვიტე ამდენი ხნის მერე მოვკალათდე ფსიქო სავარძელში სანამ.... თორემ მერე სტანდარტულად ინერტულად ვუპასუხებ კითხვებს, მერე კიდევ თუ მომეხასიათა მომავალში მეორე წრეზე წავალ, მოკლედ სტანდარტულ კითხვებს გავცემ პასუხს ახლა
QUOTE | 1. ვინ ან რა შეიძლება ყოფილიყავი წინა ცხოვრებაში ? |
წინა ცხოვრების ზოგადად არ მჯერა მაგრამ ერთი ვიცი არ ვიქნებოდი ადამიანი, ალბათ ავაზა
QUOTE | 2. როგორ გაიხსენებ ბავშვობას ? |
ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი, ისეთ სერიოზულ თემებზე ვფიქრობდი ახლა რომ მახსენდება რატომ? და ვდარდობდი მერე ამ პრობლემებზე.. ჰო ყველაზე მეტად სითბო მაკლდა, მოკლედ თავიდანვე დამოუკიდებლად ვიზრდებოდი და შესაბამისად როგორც ამბობენ "დიდი ბავშვი" ვიყავი
QUOTE | 3. რას შეადარებდი შენი ცხოვრების გზას ? |
შორს მიმავალ ვიწრო ბილიკს ციცაბო კლდეზე
QUOTE | 4. სად არის შენი მომავალი ? |
ოო ეს ნამდვილად არ ვიცი, რომ ვიცოდე უინტერესოც იქნებოდა
QUOTE | 6. რა გასხვავებაა ვირტუალურ და რელურ შენს შორის ? |
არ ვიცი ვინც რეალში მიცნობს ალბათ ისინი უფრო უკეთ გასცემდნენ ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა ზოგადად ყველა ადამიანთან ინდივიდუალურად ვიხსნები, არიან ადამიანები ვისთანაც ძალიან წყნარი ვარ, ზოგთან პირიქით, არიან ადამიანები ვინც მიცნობენ როგორც გიჟს გადარეულს QUOTE | 7. თავისუფლებას სად გრძნობ ყველაზე მძაფრად? |
ზღვის ტალღებში, შორს გასული როცა ჩავყვინთავ რამოდენიმე წამით და ფსკერისკენ მივცურავ
QUOTE | 8. რა არის შენეული წარმატების განსაზღვრება ? |
წარმატება? საკუთარ თავზე გამარჯვება და იმ საქმის კეთება რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს
QUOTE | 9. რითი ხარ სხვებისგან გასხვავებული? |
ზოგადად ვთვლი რომ ყველა ადამიანი განსხვავებული და ინდივიდუალურია, მეც მათ შორის
QUOTE | 10. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელ კითხვაზე გაინტერესებს პასუხი ? |
სად არის ცხოვრების აზრი?
QUOTE | 11. რომელი უფრო იცი- რა გინდა თუ რა არ გინდა ? |
ახლა ზუსტად ვიცი რაც მინდა აჰა შეგიძლიათ დამაყაროთ საინტერესო კითხვები  იმედია იაქტიურებთ და უსაქმურად არ მომიწევს ამ სავარძელში ყოფნა
--------------------
თუ მიმდინარე "პეიზაჟი" აუტანელია, საჭიროა სასწრაფოდ ამოაყირაოთ ყველაფერი, ცა ჩამოანგრიოთ დედამიწაზე და შეხედოთ რა მოხდება...
|