#49596695 · 29 Dec 2016, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mactavish*
რაღაც იწვევს მაგ ნიჰილიზმს შენში ნუ გაუძალიანდები ნიჰილიზმს და უმოქმედობას. პირიქით, მიიღე შენი თავი ისეთი როგორიც არის ჩაუღრმავდი შენს მდგომარეობას, დატკბი შენი მდგომარეობით, ნუ გაექცევი საკუთარ თავს, ხელოვნურად ნუ შეიქმნი მიზნებს იცხოვრე ისე როგორიც ხარ. დაანებე სხვების ყურებას თავი. ვიღაც მოხოდილია, ვიღაც დეპრესიაში, ვიღაც კვდება, ვიღაც უბრალოდ წყნარად და მშვიდად არის.
არ არსებობს საერთო რეცეპტი ყველა ადამიანისთვის. პირიქით, ყველა ადამიანი თავადარის ცხოვრების რეცეპტი. იცხოვრე შენი უნიკალური რეცეპტით.
ნიჰილიზმი და გაურკვევლობა ხშირად ნიშანია იმის, რომ რაღაცას ისე არ აკეთებ, როგორც უნდა აკეთებდე. დაუკვირდი შენს თავს - რას აკეთებ და რაზე ფიქრობ? ჰოდა შეაფასე ობიექტურად - სწორი და კარგია ეს შენი ქმედებები და ფიქრები? შეიძლება აღმოაჩინო, რომ არასწორად ფიქრობ და არასწორად იქცევი ზოგადად. კაცმა რომ თქვას, სწორი ფიქრები და აზროვნება რომ გქონდეს, ასე დისკომფორტში ხომ არ იქნებოდი? ჰოდა იქნებ სწორედ ამაშია საქმე? იქნებ ფიქრების და აზრების ვექტორის გასწორება გჭირდება? ზოგადად არეულობა და გარუკვევლობა იმას ნიშნავს, რომ უნდა დალაგდე. დალაგება კი მხოლოდ სიმშვიდით და ”ვაიმე-რატომ-ვარ-უმოქმედოდ”-ტიპის აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა.
This post has been edited by ინაველ on 29 Dec 2016, 13:52
|