#49514838 · 18 Dec 2016, 02:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მეც დავამატებ და ვიტყვი, რომ Cybercrystal შენს მსგავსად ვარ. 11 კლასში რომ ვიყავი ჩემი კლასელი შემიყვარდა, მართლაც რომ ლამაზი გოგოა. თავიდან 1 თვე ფიქრები მქონდა. მერე ერთ დღეს გაბრუება დამეწყო დამრიგებელი გავაგდე კლასიდან და იმ გოგოს წარსულში გატარებული დღეების შემთხვევები ზეპირად მოვუყევი. 6 შემთხვევა მახსოვდა როდის გამიღიმა და კიდევ სხვები. მერე 3 - 4 დღე გაბრუებული ვიყავი. თავი მისკდებოდა. მერე 1 წელზე მეტი სულ იმ გოგოზე ვფიქრობდი მისი სახელი სულ თავში მიტრიალებდა. ეხლა 4 კურსზე ვარ. უკვე მეექვსე წელია ისევ ფიქრები მაქვს. ისე ძლიერად აღარ მაგრამ მაინც მაქვს და საგონებელში ვარ. სწავლის დროს მაგრად შემიშალა ხელი. ფსიქოლოგებთან დავდიოდი და ვერ მიშველეს. ბოლოს ერთ ადგილას ვიყავი. სპეციალური თერაპიის გავლას ვაპირებდი მაგრამ ძვირი ჯდებოდა 10 ლარი 1 დღე. მე ალბათ 1 თვეზე მეტხანს მომიწევდა სიარული. ახლა ინტერნეტში ვნახულობ წიგნებს გონების შესახებ იქნება რაიმე ეწეროს და გავერკვე სიტუაციაში. თუარადა ბოლოსდაბოლოს გავარკვევ რომელი წიგნით აპირებდნენ თერაპიის გავლას, წიგნს ვიყიდი და მეთვითონ გავივლი. მემგონი ასეთ რთულ სიტუაციაში გამოსავალია გავერკვეთ რის გამოა ჩვენი ფიქრები გადართული. მაგალითად მათემატიკაში როცა ამოხანის ამოხსნა გვინდა ვეძებთ ამოხსნის მეთოდს. ვიღებთ ფორმულას ვსვამთ და ამოცანაც ამოხსნილია და ბუნებრივია აღარ ვფიქრობთ ამ ამოცანაზე. დარწმუნებული ვარ იქნება რაღაც წიგნები სადაც ეწერება გონების შესახებ, მივიღებ ცოდნას და გავიაზრებ ყველაფერს. საშინელებაა მეექვსე წელი უკვე გარეკვას კაცი.
|