გრძლად დავწერ: რამდენად ფსიქოლოგიური ჩაღრმავება ან/და დახმარება მჭირდება ეგ ცალკე თემაა... მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ , 2-3 წლის ასაკში ველოსიპედით დავგორდი კიბეებიდან ისე, რომ მთელი სახე დამელეწა.. ტუჩი-კბილი-სახე... ალბათ გარკვეული შტრიხები ჩემ ტვინშიც შეიტანა-კარგი თუ ცუდი სახით ეგეც ცალკე საკითხია... 3-ე კლასამდე ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი. არაფერი განსაკუთრებული. დამჯერე და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი (როგორც ამბობენ). მესამე კლასიდან გადამიყვანეს ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც მხოლოდ მასწავლებლები კი არა-ადამიანებიც დამხვდნენ. ძალიან ბევრი რამე მასწავლეს 7 წლის განმავლობაში. იმ პერიოდშI ფასიანი იყო ეს სკოლა, 10 ლარი ყოველთვიური გადასახადი (98-99წლებზეა საუბარი, 14 ლარი იყო პენსია). საკმაოდ საინტერესო სკოლა იყო. გონებრივი განვითარება(უნარების სტილის მათემატიკური სწავლება), იუმორი, რელიგია.. მოკლედ ყველაფერი ეს მშვენიერ მიქს გვაძლევდა, რომ ბავშვები კარგად განვითარებულიყვნენ... ამ სკოლამ მომცა ქვეყნის სიყვარული და ჩამინერგა უფლის შიში.. საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ამას ვამბობ სკოლის დამთავრებიდან 11-12 წლის მერე.
სკოლაში ყველაფერს კარგად ვსწავლობდი. თანაბრად. ყველა საგანში უმაღლესი ქულები მქონდა. სკოლა დიდი არ იყო, თუმცა ყველა მასწავლებელი მიცნობდა და ყველა მოსწავლემ იცოდა ჩემი გვარი.. რამოდენიმე რესპუბლიკური ტურის გამარჯვება და ა.შ. სტიპენდიაც დამენიშნა (20 ლარი

პენსია ბებიაჩემს 14 ლარი ჰქონდა იმ დროს).. თუმცა ეს ჩემი სწავლის პერიოდი საერთოდ არ მწყვეტდა ეზოს, თამაშს. ფეხბურთს, ხანდახან ბირჟაც და ა.შ... ბუნებით მშვიდი ვარ და გაწონასწორებული, მშვიდობის მოყვარე ადამიანი ვარ, არ მიყვარს ჩხუბები, დაძაბულობა.ბოროტება, მგონია რომ ღმერთი ყველაფერს ითვლის კარგსაც, ცუდსაც და მერე მართლა მოგვეთხოვება მაგის გამო....არ მაქვს წიკები სისუფთავის გარდა. არ მაღიზიანებს არავის წკლაპუნი, ფრუტუნი, ხველება და ა.შ. კიდევ ერთი ის, რომ უსამართლობის მიმართ მაქვს საშინელი დამოკიდებულება.. ხანდახან ვფიქრობ რომ შეიძლება შევეწირო კიდეც ამ საკითხს თU შესაბამისს სიტუაციაში აღმოვჩნდები.. სუსტის დაჩაგვრა არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ გავანეიტრალო მაინც სიტუაცია-თუ ვერ დავეხმარები სუსტს...
გავიდა დრო და ამ გადმოსახედიდან რაც შემიძლია ვთქვა ისაა რომ, ყველაფერს ჩემით მივაღწიე და განვითარდი. თუმცა რომ ვაკვირდები მაგარი რთული იყო იმ პერიოდში ეს ყველაფერი. თU სხვა ქალაქებში ცივილიზაციის შემოსვლა, მეტი კონტაქტი განვითარებულ აადამიანებთან, ქვეყნებთან გაძლევს ამის საშუალებას მე ამ ყველაფრის მოპოვება ჩემით მიწევდა... მოხდა ისე რომ 10-ე კლასის მერე სწავლას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, და კომპიუტერით ვცდილობდი ცოდნის გაღრმავებას (თამაშებთან ერთად). ჰო მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ (ჩემი კეთილდღეობისთვის) და ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი. ბებომ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, საკმაოდ ჭკვიანი (ყველაზე ჭკვიანიც შეიძლება ითქვას) იყო და არის კიდეც, ჩემი მშობლები მშრომელი&პატიოსანი ხალხია. უბრალოდ ისე მოხდა იმ გაჭირვების დროს, რომ საჭირო დროს ჩემ გვერდით არ იყვნენ. (საჭიროებაში იმას ვგულისხმობ განვითარების სხვადასხვა ეტაპზებზე სხვადასხვა სულიერი საზრდოს მიცემას,), თუმცა ალბათ რომც ყოფილიყვნენ ამასაც ვერ შეძლებდნენ, გაუჭირდებოდათ. მათგან რაც ვისწავლე პატიოსნებაა რომელსაც ძირითადად არ ვღალატობ ჩემივე პრინციპებიდან გამომდინარე. ბოლოს მოხდა ისე, რომ განვითარება ვპოვე ზოგადად, ცოტ ცოტა ყველაფერში, თუმცა ერთ სპეციალობა/საკითხზე ფოკუსირებული არ აღმოვჩნდი და მაქვს ზოგადი ცოდნა ყველაფერზე, გამომდის ბევრი საქმე, (მიყვარს საკითხზე ჩაღრმავება და ინფორმაციების მოძიება). რომ არა ინტერნეტი და კომპიუტერი ალბათ ესეც გამიჭირდებოდა, ბევრი რამე ვისწავლე და ავითვისე და გამომდის (ნუ მთლად 100% ზე არა მარა 70-85%ზე მაინც). ხო ადრე თუ 100%ზე ვსწავლობდი ვითვისებდი და ვცდილობდი დავუფლებოდი ყველაფერს, ახლა ჩემ მიზნად 70% იქცა... რატომღაც არც მეტის სურვილი მიჩნდება და ვფიქრობ შესაძლებლობაც აღარ მაქვს. მოკლედ ჩამოვყალიბდი პიროვნებად რომლის 100 ერთეულიდან შეფასებაც 70 იქნება.
მყავს ცოლი, შვილი, ოჯახში შემიძლია ვთქვა რომ 100 შესაძლოდან დან 70ზე მეტი ქულა მექნება. ემოციურად მშვიდი ვარ, ფსიქოლოგიურადაც არაფერი მაწუხებს თითქოს, გარდა საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშისა. იმიტო რო ამ ცხოვრებაში ქვეყნიდან წასვლის ბევრი შანსებია გინდა თუ არ გინდა ეს. . .
ალაგ ალაგ სიზარმაცეც შემომეჩვია. სამსახურში 6 წელია ვმუშაობ, ერთ ორგანიზაციაში. მიფიქრია გამოცვლა მაგრამ ჩემს ქალაქში უკეთესის პოვნა გამიჭირდება. ვცხოვრობ იმ პრინციპით, რომ თუ ადამიანი თვლის რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. სწორედ ასე, საკმარისი ყოველთვის მაქვს ჩემ დამოუკიდებელ ცხოვრებაში. რითიც ვარჩენ ოჯახს. მეტ ნაკლებად გართობაზეც არ ვამბობ უარს. ვზრუნავ შვილზე, ვაწვდით მეც-ცოლიც სულიერ საზრდოს, ვავარჯიშებ, დაგვყავს ცეკვაზე. სპორტზე. მინდა რომ განვითარდეს და ის რაზეც მე ,,წვალება" დამჭირდა მოსაპოვებლად, ის ჩემით მივუტანო და იმაზე მეტი თვითონ მოიძიოს. მინდა რომ წამოიზრდება საზღვარგარეთ გავუშვა და ნახოს როგორია ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება.
ბევრჯერ მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, ვფიქრობ რაღაც გამომივიდოდა... შინაგანად ისეთი ვარ თუ ვინმე ჩემზე ზემდგომი მომცემს დავალებას, და ამ დავალების შესრულება ჩემზეა დამოკიდებული მთლიანად - ამ ყველაფრის შესასრულებლად ბარიერი არ არსებობს ჩემთვის, შემიძია 100%ზე შევასრულო. ანუ დამჩემდა ის რო თუ დავალებას მაძევენ რაშიც შემდგომ მიხდიან ამ მიზნის შესრულება პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის.
ცოტას ვმღერი, ცოტას ვუკრავ,, ცოტა საოჯახო საქმე გამომდის, ცოტა ჩხირკედელაობა, ცოტა ელექტროობა.. არ ვსვამ, არ ვეწევი.. ვვარჯიშობ..
რაც ვფიქრობ რომ მაკლია მაინც გონებრივი განტვირთვაა, არასდროს გავთიშულვარ ისე რომ რამე დამვიწყებოდეს. ხოად ასე მგონია მეხსიერება გადატვირთული მაქვს ზედაპირული ცოდნით ყველაფერზე. რამეზე თქმა რომ არ ვიცი და არ შემიძლია რაღაცნაირად მეუხერხულება. მაშინვე ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია და ანი-ბანზე ცოტა მეტი ვიცოდე და მეთქმოდეს...
ხოდა რატო ვწერე და ვიწვალე ამდენი, მიუხედავად ყველაფრისა და ჩემი მჩქეფარე აზრისა იმაზე , რო ფსიქოლოგიურად და ა.შ. მდგრადი და მაგარი ვარ მაინც მჭირდება რაღაც კვანძის პოვნა და გახსნა რომ ცოტათი შევიცვალო. ერთ დონეზე ვარ და წინ ვერ მივდივარ - ასე მგონია. არადა ამ ეპოქაში ერთ ადგილზე დგომა უკან დახევის ტოლფასია.... ხოოდა კიდევ მგონია, რო ერთ დღესაც გამოჩნდება ვიღაც ჩემს ცხოვრებაში ისეთი, ვინც დამაფასებს ჩემი პიროვნებით და ჩამაბარებს რაიმე დიდ საპასუხისმგებლო საქმეს, რომლითაც მე დიდ ფინანსურ სარგებელს მივიღებ და რაღაცებს შეცვლისთქო. მაგრამ მინდა თუ არა ეს ჯერ გადამწყვეტი პასუხი არ მაქვს. იმიტო რო იმას ვაანალიზებ მინდა არ მინდა მეტი ფული/ძალაუფლება ჩემს პიროვნებას შეცვლის და იქონიებს გავლენას....
ხო და კიდევ მიჭირს ხალხთან ურთიერთობა, თუ არ შევატყვე და დავრწმუნდი რომ 100% უვნებელი ტიპია, ანუ ჩემი ტიპაჟის მსგავსი. კეთილი და უბოროტო არაა ვერ ვუახლოვდები.
შესაბამისად ვისაც მეგობარს/ძმაკაცს ვუძახი ერთი ხელის თითების რაოდენობა მეყოფა ჩამოსათვლელად. ეს ჩემი ნაკლია თუ საზოგადოების ეგეც გადასაწყვეტი მაქვს.
ვფიქრობ იმასაც, კიბეებიდან რომ არ დავგორებულიყავი ჩემი გონებრივი შესაძლებლობა უფრო პატარა იქნებოდათქო, რაღაცები შეცვალა იმ თავის დარტყმებმაც

))
ხო, კიდევ იმის ფიქრი მაწუხებს რომ ასაკი რაც მემატება ფიქრები და აზრები არ მეცვლებათქო, 40 წლისასაც მგონია ასე ვიქნები გონებრივადთქო.. .არადა მეტს მინდა მივაღწიო მიუხედავად საკმარისად ქონისა. მინდა ვიყიდო/ავაშენო სახლი ჩემი შესაძებლობით( ამ ეტაპზე ჩემი შემოსავლებით გამორიცხულია), მქონდეს კარგი სოფელი... მოკლედ რა. აქ ფსიქოლოგიაზე მეტად ჩემს წარსულზე, თავზე და ოცნებებზე დავწერე. თუ ვინმე რამე რჩევას მომცემთ მოგისმენთ გულისყურით, თუ არადა წლების მერე გადავხედავ ამ პოსტს შევადარებ მაინც ჩემს თავს იმ ეტაპზე რა გარემოებები, აზრები და ფიქრები მექნება... მადლობა.
This post has been edited by somnambuli on 18 Jan 2017, 10:28
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)