NinaSioჰოო, წარმომიდგენია ამ პოსტის შემდეგ შენს PM-ში რა ხდება.
გამოჩნდებოდნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური დახმარების მსურველები

შენი პოსტებიდან რომ ვიმსჯელოთ, კონფლიქტი გაქვს საკუთარ სექსუალობასთან.
ჩემი აზრით, პირველ რიგში, რაღაც მომენტები უნდა გადაიაზრო:
1- ის, რომ 13 წლიდან გაინტერესებდა საპირისპირო სქესი-სრულად ნორმალურია. უკვე, ჰუბერტატის ასაკია 13 წელი.
2- რამდენად ადრეულ ასაკში? ადრეული ასაკი, ჩემთვის 7-8 წელია, როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება და ეს დაღს ასმევს მის ფსიქიკას.
14- 15 წელი კი ნორმალურია, ბიოლოგიური საათით თუ ვიმსჯელებთ.
ქართული სოციუმისთვის არის ყველაფერი ,,ადრე", თორემ მსოფლიოს მასშტაბით, საშუალო მაჩვენებელია.
3- ძალადობის მსხვერპლი ხომ არ იყავი? ფიზიკურს არ ვგულისხმობ, შეიძლება ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ შენზე.
იყო ვიღაც, ვისი სიმპათიის მოპოვება გინდოდა, ის კი მანიპულირებდა შენით.
4-ტრადიციული ოჯახიდან ხარ, ახლა, გარდამავალ სტადიაზე იმყოფები, გინდა გათავისუფლდება იმ ჩარჩოებისგან/აზროვნებისგან, რომლითაც გზრდიდნენ, თუმცა არ გამოგდის.
ალბათ, ლატენტურ დონეზე, ცხოვრების ტრადიციული სტილი მოგწონს, ამიტომ ქმნი შინაგან კონფლიქტებს.
5-ერთგულება, კიდევ უფრო რთული თემაა. როდესაც თინეიჯერი ხარ, ადრეა ერთგულებაზე საუბარი, სამყაროს შეცნობა გინდა, უფრო მეტი და საინტერესო ადამიანის გაცნობა უნდა გინდოდეს. მგონია, რომ ერთგულება ასაკთან/გამოცდილებასთან ერთად მოდის, როდესაც პოულობ, ნამდვილად, შენს ადამიანს, მაშინ სხვების მიმართ ინტერესს კარგავ ხოლმე.
იქნებ ჯერ არ გიპოვია შენი ადამიანი?
6-,,ქალებიც ზუსტად იგივენაირად მიზიდავს როგორც მამაკაცები"- ყველა ადამიანი, ლატენტურ დონეზე, ბისექსუალია- გააჩნია შემდგომში როგორ განუვითარდება მას ინტერესი, ძია ფროიდთან წავიკითხე
7-რაღაც დონეზე, კარგი გოგოს კომპლექსი გაქვს- გინდა, რომ ყველას მოსწონდე, ამიტომ ხარ ,,პატარასთან-პატარა, დიდთან-დიდი".
ისე გინდა მოსწონდე სხვებს, რომ მათ საკუთარ თავზე მეტად აყენებ.გინდა, რომ სხვებისთვის რაც შეიძლება სასურველი იყო, ირგებ სხვადასხვა როლს, მაგრამ ამ როლური თამაშის შემდეგ ხვდები, რომ მათ მხოლოდ შენი იმიჯი აინტერესებთ და არა, ის რაც რეალურად ხარ. ალბათ,თვითანალიზის კურსი უნდა გაიარო.ჩაუღრმავდე საკუთარ სურვილებს.
8- დაიკიდე ,,იდიალურად ყოფნის სურვილი", დაიკიდე რას ფიქრობს და იფიქრებს შენი პარტნიორი, აქცენტი შენს სურვილებზე გააკეთე.
დომინანტი ქალის როლს კი ნუ ასრულებ, საწოლში. არამედ მოსიურვე ძლიერ ქალად გახდომა, ცხოვრებაში.
9-მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? სავარაუდოდ, მკაცრი მშობელი იყო, შენგან ,,კარგ და დამჯერ შვილად" ყოფნას ითხოვდა.
10- თვითმარქვია არ ხარ, 23 წლის გოგო ხარ, რომელიც საკუთარ თავს ისე ეძებს, რომ ჯერ ვერ ხვდება რომ ძიების პროცესშია

:ფსიქოლოგიაშიგრძელისიტყვამოკლედარითქმის: