ნიქ ქეივი და კაილი მინოუგი, ...სადაც იზრდებიანო ველური ვარდები.
ხომ შეიძლება ერთ ადამიანთან მაინც შემეძლოს ისე საუბარი, როგორც ამას დამუშავებულ მაკულატურასთან ვაკეთებ.
რა უნდა გავაკეთო, ჩემი ბრალი ხომ არა, რომ ყველაფერს ძლიერად განვიცდი და ვგრძნობ, ისინი კიდევ დიდ კვალს ტოვებენ, სასიამოვნოს ან უსიამოვნოს.
ასეთი ვარ ხო. ძალიან მტკივა ყველაფერი, რაც მეტკინა და ძალიან მსიამოვნებს ყველაფერი, რაც გამიხარდა.
და სწორედ ამ ჰიპერ-მგრძნობელობის გამო გავრბოდი თავქუდმოგლეჯილი ყველასგან და ყველაფრისგან, ვისთანაც და სადაც მეტკინებოდა.
ისინი კი მაინც ჩემშია და ერთადერთი გზაა მივიდე ისევ იქ, ყველა წერტილში, საიდანაც გამოვიქეცი და ვთქვა, მომისმინონ და მოვუსმინო. ისე, რატომ არავინ გამომეკიდა? ერთხელ მაინც?
იმიტომ.......!
ნიქ ქეივი კაი ტიპია, ვუსმენ და მიყვება თავის მუსიკას, ვმეგობრობთ.
თითქოს რაღაცას იგებ, თითქოს იღვიძებ, ახლდები ერთ დილით, მაგრამ საღამოს უკვე ახალი ტყუილით შემკული იძინებ. ეს დაუსრულებელი პროცესია და ძალიან კარგად უნდა იყო დაკომპლექტებული შენს კონტრასტულ ბუნებასთან ადამიანი, რომ ტყუილებით არ აივსო დღის ბოლოს.
ოდესღაც ამ პროცესს ვკითხულობდი, როგორც ეშმაკის და ღმერთის ბრძოლას და მე პატარა, სულელი გოგო ღამე ეშმაკს ველაპარაკებოდი, გამოდი, მოვრიგდეთ და აღარ მაცდუნოთქო.
მუდამ მყავდა მხოლოდ ჩემი თავი და ვყავდი მხოლოდ ჩემს თავს. მაცოცხლებდა მოწოდება, მნებავს შთაგონება. მომწონს რაც უნდა ერქვას, რადგან ძლიერი და მადიანი ენერგიაა. კიდევ იმიტომ, რომ ეს რაღაც ადამიანებში მოხდენას ითხოვს და ხდება. ეს ჩემი ბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო რა არის? მდგომარეობა? არა... ზუსტ სიტყვას ვერ ვპოულობ.
ალბათ, ჩემი ძრავი, განმაპირობებს და მუზრუნველყოფს. მაფერადებს. ვნებით მავსებს, ლტოლვით მამოძრავებს. მინარჩუნებს ბავშვურობას.
იმ ბავშვურობას, რომლის მოშორებაც მსურდა ოდესღაც, რადგან ეს მეგონა მიზეზი. ვერ მომშორდა, ისევ აქაა. უცვლელი სახით და უფრო ძლიერი მოჩანს რაცხა.
და იქნებ ამ "ძრავის" ნაცვლად უნდა ვთქვა "მე"?
მაქსიმუს ........მჯერა, რომ გჯერა, რომ გავუძლებთ. მიყვარხარ ძალიან და მუდამ განგიცდი, სამწუხაროდ მეტი ვერაფერი. ან მეტი რაღა, რო....? მინდა კარგად იყო. :*
მშვენიერია, მიყვარს ყველაფერი და ყველა, ზუსტად ისეთი ჭრელი, როგორებიც ვართ და მე ბოლომდე გადმოვალ თქვენში, ბოლო წვეთამდე. (რამდენაზროვნებაა

)
თითქოს ახლა რაც დავწერე, არ იყო ცარიელი სიტყვები. სტილი კი გულახდილი და უბრალო. აზრებიც არ მიქროდა ან ჯაყ-ჯაყებდა.
აი, ახლა უკვე აღარ ვარ უწერისუფლებო.
This post has been edited by Estrella on 17 Dec 2016, 08:02