დღეს გადმოვალაგე ჩემი მახინჯოლები, მეთბილა და მენოსტალგიურა, კიდევ მომინდა ეგეთი გაუგებრობების დახატვა.
ამისთვის მადლობა თემას "ფსიქიუზერების ფსიქოპორტრეტები", მის ავტორს
don_achoo და ჩემს წამხალისებელს
Artist რომ დავათვალიერე, არც მახსოვდა და არც მეგონა, თუ ამდენი დამიხატავს, კიდევ კარგი, არ გადავყარე, როგორც ვყრიდი ხოლმე ადრე ყველაფერს.
მახინჯ-ოლი - "ოლი" ბოლოსართი სვანურ მეტყველებაში არის მოფერებითი ნაწილაკი და თითქმის ყველაფერს ვუმატებთ ხოლმე, სულიერსაც და უსულოსაც.
ადრე ჩემს დახატულებს ყვავის ბახალებს ვეძახდი, ეგ ძაან გრძელია და აწი "მახინჯოლებს" დავუძახებ, რომ დავხატავს ისევ.
ამ თემას კი ვათვალიერებ და მომწონს, მაგრამ სანამ ჩემი მახინჯოლები არ გადმოვიღე გარდერობის თავიდან და არ გავიხსენე, მანამდე მაინც ცალყბად მომწონდა.
ახლა უფრო მეტად მომეწონა და მეც მინდა ისევ დავხატო. დავიწყებ აბა, ამჯერად რა ჯიშის და ჯილაგის რაღაცეები გამომივა.
ახლა წავალ და ჩემს გამოჭენებას მოვძებნი. უფ, ძლივს ვნახე ------->
ფსიქ. იუზერების ფსიქო პორტრეტები Vol.2 <3
ვისაც გიმხატვრიათ ან დაუხატიხართ, გადახედეთ თქვენც ძველ თემებს, თქვენს გამოჭენებებს, სასიამოვნო პროცესია.

აი, სულ ვამბობდი, რომ განცდებზე ღირებულიარაფერი გამაჩნია-თქო, მაგრამ ახლა არამარტო ვამბობ,
არამედ შემიძლია შევადარო ჩემი თავი განცდაში ჩემს თავს ზედაპირულ სიმხიარულეში დ დავაფასო ეს განსვხვავება.
ვაიმე, რა მეტაკაა?! არადა, თითქოს არაფრის დაწერას ვაპირებდი. ზოდიაქოს ბრალია, ალბათ ჩემი ეტლი სადმე შებოდიალდა.
* * *
პ.ს. რაღაცნაირად დამიწერია ეს აქამდე ცალყბად მომწონდა.
ე.ი. ვიგულისხმე, რომ უბრალოდ მომწონდა და არ განვიცდიდი ამ მოწონებას.