ბედობას გილოცავთ...
პოზიტივები დავიბედოთ


* * *
ყიყლიყოოოოოო....
მამლის ყივილმა გაარღვია ცის კაბადონი
და მაიმუნი წარსულისკენ გაანაპირა,
მკვირცხლად შესძახა დეზიანმა გამოიღვიძეთ,
ძილს ვინ? მიეცა, თვლემა, რული ვინ? დააპირა.
შემომეგებეთ, სიხარულის მომაქვს ფიალა,
უხვად ბარაქა, იუმორი, იგავ-სატირა,
შვებასა მოვგვრი სიხარულის აუნთებ ლამპარს,
ყოველს ვინაცა მაიმუნად აცრემლ ატირა.
ჩემით ამოვა დუნიაზე ნაზად აისი,
დილის ცვარ-ნამი დედამიწას მოეფერება,
დღე განათდება, ღამის ბინდი მიინავლება,
ნათელს სიბნელით უსასრულდ რო ემტერება.
დაიბადება ფრთებს გადაშლის ისევ სიცოცხლე,
იმედიანად მიწით ყოვლი ახმიანდება,
ადამიანო! საზრიანი თუმც გაქვს იერი,
მაგრამ სიკეთეს შენში მაინც აგვიანდება.
დარდს ნუ მიეცი შეიცანი ავი და კარგი,
მას განერიდე რითიც სული დაზიანდება,
ერთმანეთისთვის გაიმეტეთ სითბო, ხალისი
და ყოველივე გაბრწყინდება, გამზიანდება.
მამლის ყივილმა გაარღვია ცის კაბადონი
და ყიყლიყოთი ახალი წლის მოსვლა გვახარა,
სილაღე ჰპოვა ჩვენს სხეულში დაიდო ბინა,
სიხარული და სინარნარე შემოგვაპარა.
მშვიდობიან ბედობა დღეს გისურვებთ..
This post has been edited by marimarita on 2 Jan 2017, 02:10