ავატარის მიხედვით და ერთი ორი პოსტით, წარმოვიდგენ ხოლმე როგორი გემოვნების ან ხასიათის ადამიანია
და მერე ვახასიათებ...
* * *
HurricaneKat.ცნობის მოყვარე ადამიანი წარმომიდგა თვალწინ, რომელიც არ ერიდება თავგადასავლებს
და სულაც არაა სახლში დაკრუხებული დიასახლისის ტიპი, მაგრამ მაგასაც შეეგუება თუ დიდი
სიყვარული ეწვია, რომლისთვისაც თავის თავისუფლებასაც გაიღებს ვინაიდან მასში იპოვის
თავისუფლებას და იმოგზაურებს იმ ადამიანის შინაგან შეცნობებში და მასაც ჩაითრევს ამ ფრიად
საინტერესო სათავგადასავლო მოგზაურობაში, ეს კი ნიშნავს რომ კრუხივით მაინც არ იქნება
გინდაც დიასახლისობა ჰქონდეს მისჯილი, ეგრევე შექმნი შენს ირგვლივ ისეთ რომანტიულ
და შეუცნობელ გარემოს რომ უსასრულოდ შეუცნობადი და საინტერესო ლამაზი ცხოვრების
სტილი ანუ იდილია იქნება სახლში, შენც გიყვარს სახლში რომანტიული განწყობის შექმნა და
იქ ყოფნა, გარე გარე მორბენალი არ ჩანხარ, უფრო ისეთი ავატარზე რომაა გამოხატული,
არისტოკრატული სტილის დიასახლისი ანუ მასპინძელი უფრო ქვია, რომელთანაც სტუმრობა
მეტად საინტერესო სამყაროში მოგზაურობაა, ამას შენი შინაგანი ქმნის ამ გარემოს და შენი
ქცევა თუ მანერები, წარმომიდგენია ყავის სუფრა, ლამაზი გრაფინით რომელშიც კონიაკი
ასხია ან სხვა ატრიბუტებით გაწყობილი რომლებიც პარიზს მოაგონებს ადამიანს, და
რაღაცნაირ სითბოს გაუჩენს გულში, წასვლა აღარ მოუნდება, სტუმრების გასტუმრება
შეიძლება ძნელიც კი იყოს, სტუმრების დიდი რაოდენობა არ გიყვარს იმდენს პატიჟებ
რამდენიც საკმარისია ამ განწყობის შესანარჩუნებლად, ნუ ეს ყველაფერი ავტომატურად
ხდება, სტუმრებსაც არ აქვთ იმდენად გაცნოიერებული თუ რა იზიდავთ შენთან, მაგრამ
ფაქტია რომ ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე ხარ (მოსმენის უნარით) და თემებიც საინტერესო
და შემოქმედებითია შენს ასეთ საღამოების დროს, ეს ყველაფერი ხელოვნების დონეზე გაქვს.
მარტო როცა რჩები მაგ. როცა სტუმრები წავლენ და ყველაფერი მილაგდება მაშინ ცოტა
სევდაც შემოგერევა ხოლმე, ალბათ ადამიანს ეძებ რომელიც დაინახავს ანუ დაგინახავს
და შენთან ერთად იმოგზაურებს ამ უერთიერთშეცნობის სათავგადასავლო სამყაროში...
მეოცნებეც ხარ და როგორც ზემოთ ვთქვი ძალიან ცნობისმოყვარე ცხოვრების მიმართ,
სიამოვნებით წახვიდოდი სადმე ასეთ დაკვირვების და შეცნობით მოგზაურობაში ანუ
გარეგნულ ცხოვრებაშიც ცდილობ, რომ შენი შინაგანი ინტერესი ცხოვრებისადმი ჩააქსოვო...