3Dmasterამ თემაში ერთმანეთს ვახასიათებთ კონკრეტულად გარკვეულ პიროვნებას,
თუ შენებურ სახასიათო პორტრეტსაც ჩაუმატებ დახასიათებას ეს უფრო ალამაზებს
თემას, მაგრამ ზოგადი პორტრეტები არ მოსულა აქ, ვისაც გინდა მოირგოსო საქმე
ასე არ წავა, გადაჭრით უნდა თქვა ვინ გამოხატე ამა თუ იმ პორტრეტში და მაგით
დისკუსიებიც აღარ იქნება, ვინაიდან ეს შენი ხედვაა და ასე დაინახე, ამიტომაც
იმ დახატულ უზერს მადლობა თუ ეთქმის მხოლოდ, რომ გაიგო თურმე როგორ
ხედავენ... გამოცანის ფორმით თუ მკითხე ვინ იქნებაო ესეც მისაღებია მაგრამ
მერე უნდა დადო სწორი პასუხი თამამად, მაგით მორჩება დისკუსიები უცბად...
პს.
სხვანაირად ისე გამოდის რომ მერყეობ საკუთარი ნახატის სისწორეში, არადა
მთავარი მხატვრობაში ისაა, ვისაც ხატავ და ხატვის პროცესში ვინც ჩაიფიქრე,
ის იხატება და სხვა არავინ.. აი ეს თვითდაჯერებულობა ქმნის ნამდვილ ნახატს...
მე მგონია შენ საკმარისად გაქვს ეს თვითდაჯერებულობა და ნუ ექცევი მერყეობის
გავლენის ქვეშ... თუ ვინმეს არ მოსწონს შენი ნახატი ეს მისი პრობლემაა...
* * *
პს2.
გამოცანების ფორმა უფრო "გამოცანებში" მოუხდებოდა, ამ სახასიათო პორტრეტებს
მართლა კარგად ხატავ და შეგიძლია "არტ-თერაპია"შიც დადო, უზერის ნიკიც მიაწერო
ზედ... ამ თემაში კი მცირე დახასიათებას თუ დადებ(ესეც კარგად გეხერხება) და ნახატსაც
დაურთავ იდეალური იქნება... კონკრეტულ უზერს ავატარის მიხედვით თუ წარმოიდგენ
თუ რა გემოვნების ადამიანია ამა თუ იმ ავატარის მქონე უზერი, წარმოიდგენ ასეთი
გემოვნების ადამიანს და დაახასიათებ და სახასიათო ნახატიც არ გაგიჭირდება...
მე ძალზედ მომწონს შენი ეს უნარები...