აგერ უფრო მოკლედ დაგახასიათა ერთი სიტყვით პანტერაო... ალბათ შენ გგულისხმობდა..

გავნაგრძობ:
მოქნილი ტანით წარმოგიდგინე ავატარს რომ ვუყურებ, ჰო ხასიათით ძალზედ ცნობისმოყვარეც ხარ,
თანაც დანებება არ გიყვარს, სანამ ბოლომდე არ მიიყვან წამოწყებულ საქმეს თუ ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილებას, შენს სინაზესაც სამაოდ კარგად გამოხატავ მოხდენილი ტანსაცმლით თუ მიმოხვრით.
მოგწონს დალაგებული ბინა თანაც ბევრი პანჭიპუნჭებით რომ არაა გადატვირთული უფრო სივრცე გიყვარს
და ფერთა კარგი შეფარდება, სადა უნდა იყოს ფერებიც, არ უნდა იყოს გადატვირთვა პირიქით რაც უფრო
ცარიელია მით უფრო მეტი ადგილი გრჩება შენი გრძნობების დასატევად, ძალიან დიდი ენერგია მოდის
ხოლმე შენგან გრძნობების ამბავში, ამიტომაც შესაძლოა რომ აფრთხობდე კიდეც ზოგიერთ პარტნიორს..
ბევრი გეტრფის მაგრამ მერე ეს შიში იბყრობს და გაგირბიან კიდეც.. როგორც კი მიხვდებიან რომ ვერ
დაგიბყრობენ თავის ჭკუაზე სატარებლად და ჩემიას ვარიანტში მოიღლიავებას ვერ მოახერხებენ,
შენ მხოლოდ დიდი სიყვარული თუ დაგიბყრობს, მაგრამ დამბყრობელი ადამიანი არ უნდა იყოს უხეში
ის შენს გულს მოიგებს თავისი იდუმალებით, ინტელექტით, კარგი მანერებით და სიმართლით...