ის დახასიათება აღარ მახსოვს და ავატარიც შეცვლილი გაქვს როგორც ვატყობ, ამიტომ თავიდან
მომიწევს კონცენტრირება როგორც პირველად ისე:
რატომღაც მგონია რომ შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა, ეს ავატარის განახლებაც აქედან მოდის.
ძალიან შემართებით ხარ და არ გაურბიხარ არავითარ წინააღმდეგობას, მიაპობ ყინულმჭრელივით
ცხოვრების ტალღებს და ვერავინ დაგიდგება წინ... აი ასეთ განწყობას იწვევს შენი ავატარი ეხლა...
რა თქმა უნდა გულის სიღრმეში სიყვარულს დაატარებ, ეს ნათესაური იქნება თუ სატრფიალო..
ნუ როგორც ქალი ძალიან ვნებიანი ხარ როგორც ყოველთვის და ძლიერი პიროვნება ხარ როგორც ზემოთ
უკვე ავღნიშნე.. სადღაც გულის სიღრმეში გაქვს ასეთი განცდა რომ ხანდახან გინდა რომ იყო ვინმესადმი
სუსტიც და მიაყრდნო მის მკერდს თავი და ერთიანად ამოიქვითინო ის რაც დაგიგროვდა, მაგრამ ეტყობა
დრო უნდა ამას, რომ იყოს შენს გვერდით ასეთი ადამიანი, შესაძლოა რომ არის კიდეც მაგრამ მზაობა
რომ მას ბოლომდე მიენდო ჯერ არაა... ამიტომაც ჯერ ისევ ლომივით იცავ შენს პოზიციებს და შენიანებს...
სადღაც ისიც გაფიქრებს ხოლმე, რომ რომანტიზმი სადღაც შეიძლება დაიკარგოს ამ ცხოვრების გაწამაწიაში,
მაგრამ ასეთი ფიქრებისთვის სად გცალია, შენ კი მაინც იცილი ხოლმე პატარა მომენტებში, თუნდაც რაიმე 
გულის ამაჩუყებელ სიტუაციებში, ფილმია ეს თუ ცხოვრება ცრემლებიც წამოგივა ხოლმე ეს შინაგანი თანაგრძნობის
უნარი მაინც არის შენში განუყრელად... გიყვარს ცხოვრება და ადამიანები, ბოროტებისგან ცდილობ რომ დაიცვა ისინი..
ავატარზე ბავშვიც ჩანს მგონი და წითელი კაბაც რაღაცნაირად სიახლეზე მიმანიშნებს, წინა დახასიათებისგან განსხვავებით... 
