ხოდა არ გამოვიდა კარგი დახასიათება, მაგას ვჩივი მე. გამონაკლისები რამდენჯერაც გავაკეთე
ასეთი შედეგია ანდა საერთოდ რეაქცია არა აქვთ და გაქრებიან ხოლმე, წინა გვერდებზე შენამდე
კიდევ ერთი მამრი დავახასიათე მგონი რეგბის ბურთი ქონდა ავატარზე, ხოდა არსაიდან ხმა არსით
ძახილი ........ ალბათ არ მოეწონა ან არც კი შეხედა, სურვილი გამოსთქვა და გავიდა და გაქრა ამ თემიდან...
ისე საინტერესოა ის ფაქტი რომ ავატარი ისევ შეიცვალე და ისევ ნიღბიანი ტიპი აარჩიე...
* * *
la reineდიახ მეტად საინტერესო თემაა და აქ მთავარია ის თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებ ავატარიდან და
რამოდენიმე პოსტიდან სხვა უზერებზე და არა ის რომ მართლა ასეთი ხარ, ხშირად ემთხვევა კიდეც..
გადავხედე შენს რამოდენიმე პოსტს და ავატარს რომ ვუყურებ, რომელიც შენს გემოვნებას გვიჩვენებს,
ასეთი აზრი დამრჩა:
საკმაოდ თბილი ადამიანი ხარ, მაგრამ ამ სითბოს ისე ადვილად არ ურიგებ ყველას, ჯერ ცივი სუსხიან
საცერში უნდა გაატარო და მერე თუ გაუძლებენ შეიძლება იფიქრო სითბოს გაღებაზე, ფილოსოფოსობა
თუ ფსიქოლოგიური მიდგომები მოგწონს, პირდაპირიც ხარ მიახლი ხოლმე და მერე ისევ შენ გერჩიან
ამის პირდაპირობის გამო, საკმაოდ ტაქტი გაქვს და სოციალურიც ხარ, მაგრამ გაქვს რაღაც ბიჭურიც შიგნით
ეტყობა ბავშვობაში ბიჭებთან უფრო პოულობდი საერთო ენას, აწიოკებდი კიდეც მათ და მოგწონდა მათი
მოთმინება, ვინაიდან ალბათ ყოველ მეორეს მოსწონდი კიდეც ასეთი სათნო და ასეთი ახტაჯანა ამავდროს
პარალელურად... მოკლედ არ ერიდები მამრებთან ისეთივე სტილში ლაპარაკს როგორითაც ისინი,
ასე ჟარგონი იქნება ეს თუ (მაგ. გატრაკება) სხვა ისეთი სიტყვები, ნუ ეს მოსწონთ მამრებს და შენც,
ისე რატომღაც მგონია რომ შენ ჯერ არ გიპოვია ისეთი ადამიანი რომელიც გეყვარება და მთელ შენი
არსებით გაიხსნები მის მიმართ, ვინაიდან იმ შინაგან სათნოებას და ფაქიზ ბუნებას ძალიან უფრთხილდები
ვინაიდან ძალზედ განცდათია და ტკივილის შიშიც ახლავს რომ არ მიიღო ჭრილობა, ნუ ალბათ მიიღე
კიდეც და ამიტომაც ასეთი უნდობლობა, ასეთი მძიმე ჯავშანი გაქვს შექმნილი შენს ირგვლივ რომ
ვერავინ ვერ შეაღწევს შიგ თუ არ იმსახურებს ამას, ვერ ვიტყვი რომ ეძებ ასეთ ადამიანს მაგრამ ხანდახან
სურვილი გაქვს რომ იყოს ვინმე ვისადმიც მთლიანად გაიხსნები და დაისვენებ მის წიაღში...გარემოცვაში.
ხო ისე ზოგადად საკმაოდ კომუნიკაბელური ხარ და ბევრი ადამიანი ცდილობს შენთან სიახლოვეს,
გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, და საკმაოდ კარგად გრძნობ თავს ფართო საზიგადოებაში,
არ ხარ მორცხვი ან რომანტიკოსი, რომელსაც კუთხეში მიყუჭული ჯდომა ურჩევნია და იქედან
დაკვირვება ადამიანებზე, პირდაპირ მიდიხარ ადამიანზე და დაკვირვება და მისი გაშიფრვაც
ერთროულად ხდება, გიყვარს სხვა და სხვა წრეებში ყოფნა და კაი გართობა, შენთან არ მოიწყენს
ადამიანი... მთლიანობაში პოზიტიური ტიპი ხარ ასეთ იმპულსებსაც აფრქვევ, გინდაც ვინმეც
დასცინოდე ან ცინიზმის ელემენტი იყოს შენს ხუმრობაში, მაინც პოზიტიური განწყობა ანეიტრალებს
ამას ყველაფერს და იმდენად არ "იგრუზებიან" .. კეთილი ადამიანი ხარ მაგრამ სიკეთისადმი საკუთარი
აზრი გაქვს, დათვურ სამსახურს არ თვლი სიკეთედ და ამ სიმართლით ახდენ სასიკეთო ქმედებებს...
პს.
მოკლედ რომ მოვიქოქები ხოლმე მერე მე თვითონ ვამუხრუჭებ თავს, თორემ უფრო მეტსაც ვიტყოდი..
ფორუმის პირობებში ეს საკმარისია რაც დავპოსტე, ცოტა მეტიც თუ არაა...