jurnalistkaყოველთვის მომწონს და მიადვილდება ისეთი ადამიანების დახასიათება, რომლებიც მესიმპატიურებიან და შენ ისეთ საქმეს ემსახურები, რთულია მათ რიგებში არ შედიოდე. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მიყვარს ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში''.
საკმაოდ ერთგული და შრომისმოყვარე ადამიანი მგონიხარ, რომელსაც შეუძლია სული და გული მიუძღვნას საქმეს, რომელიც უყვარს და ძვირფასია და რომელსაც მისთვის მნიშვნელოვან საათებს უთმობს.ამიტომ კარგი პარტნიორი და თანამშრომელი უნდა იყო, რომელიც უპრობლემოდ გახდება საიმედო საყრდენი ნებისმიერი გიჟური იდეისათვის.
ემოციური განწყობები შენთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ დიდხანს მიგყვება ის აღტაცებაც და წყენაც, რომელიც პერიოდულად ციცინათელასავით ანათებს შენს ცხოვრებაში, ამიტომ ეს შენს კონცენტრაციის უნარს შეიძლება მნიშვნელოვნად არტყამდეს. გარდა ამისა, ემოცია, რომლითაც ადამიანებს უკავშირდები საკმაოდ ძლიერია, ამიტომაც ნებისმიერი გაპარული ლაფსუსი გავლენას ახდენს შენს განწყობაზე და კვალს ტოვებს შენს პიროვნებაზე. რთულია შეცდომებმა გული არ დაგწყვიტოს, თუმცა მეეჭვება გარეგნულად ეს შეიმჩნიო.
ვფიქრობ შენს გემოვნებაზე და არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია რაიმე ერთი კონკრეტული მიმართულება მოგწონდეს. ყველაფერს და კონკრეტულად არც არაფერს აქვს თავისი პლუსები, არ ხარ მარტივად პროგნოზირებადი და ტეკილა თუ ღვინო- ამას ვერავინ გადაწყვეტს შენს გარეშე.
იყო ისეთი რეალურ ცხოვრებაში, როგორიც შენს წარმოდგენებშია საკუთარი თავი- არ არის მარტივი, თუმცა ძლიერი ადამიანების რიცხვში შემყავხარ, რომლებიც საკუთარ სურვილებს პატივს სცემენ. ამიტომ მგონია, რომ შენივე სიძლიერე პირველ რიგში შენს მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებშია. ცვლილებები, რომლებიც ერთი შეხედვით რისკიანია, არ არსებობს არ ამართლებდეს, რადგან ძლიერ ადამიანებს განსაკუთრებულად კარგი ინტუიციის უნარი აქვთ.
არ ვიცი განზრახ თუ უნიებლიედ, თუმცა ხშირად დამიფიქსირებიხარ აქ, როდესაც სამართალს და სწორ აზრს იცავდი, გამომდინარე აქედან სამართლიანი ადამიანები აუცილებლად იმსახურებენ ჩემს პატივისცემას.
და ბოლოს, ეს დახასიათებაზე მეტად ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ შენიც, ან შენი გულის სიღრმის, მინდა რომ შენს მიერ შექმნილ ბევრ პერსონაჟს გადავეყარო, რომანტიულს და ძლიერს, სამართლიანს და გააზრებულს, ზუსტად ვიცი, ძალიან კარგად გამოგივა. თუ მკითხავ საიდან იციო, გიპასუხებ, რომ ასე მიგრძნობს გული და ჯერჯერობით აქამდე არცერთხელ შემცდარა.
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, არავინ დამიხასიათებია და არც ფორმაში ვარ, ამიტომ წინასწარ გავინაღდე, რომ თუ არ მოგეწონება არა უშავს რა
ხო, ჩემს სიმღერას გაჩუქებ, ეს რომ მოგეწონება ნამდვილად ვიცი
This post has been edited by MeBeforeYou on 27 May 2018, 20:26
After You ...