როცა შეგიძლია თითოეული ბგერის საკუთარი სხეულით განცდა,
აღქმა თითოეული განცდის
და შემდგომ ფიქრებში ასახვა.
გინდება იყო თოლია ტალღების თავზე წვიმიან ქვიშის ნაპირად.
სულს სილაღე, სიფარფატე სწყურია თითქოს.
რითმა სიტყვებად მეშლება ხელზე, უმნიშვნელო ნაწილკებად იკარგება გარშემო.
სადღაც განცდილი ფიქრები აისახება სიზმრად, ზურმუხტისფერ სიზმრად.
გახსოვს, სული კივილია სხვათა ყურამდე ვერ მიღწეული?
მართლაც ასეა.
სახეს იხოკავ, ბობოქრობ, ტალღასავით ენარცხები კლდეებს.
აზრი კი მაინც არ აქვს. ოდესმე შეიძლება იქაურობა სულ დაანგრიო,
მაგრამ ამჟამად აზრი მაინც არაფერს აქვს.
ისევ ბობოქრობ და ისევ ღრიალებ.
გინდა შენი ტკივილი ესმოდეთ და ზოგჯერ გინდა გითანაგრძნონ კიდეც.
ოდესმე მართლა დაინგრევა, განადგურდება ყველა ის კლდე
ახლა რომ ასე ძალიან გზღუდავს.
დამშვიდდე უნდა, ფიქრობ, იქნებ მოიისფრო ღაწვები ამად არ ღირდეს?
უაზრობაა, – გეუბნება სუსტი გონება და დაღლილს მიეძინება უმალ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)