დამთხვევებია თუ შემთხვევები? არავინ ვიცით რომელია ან ისინი ნამდვილად არსებობენ თუ არა. თუმცა, ჩვენ ხშირად ვაწყდებით დამთხვევა-შემთხვევათა მთელ
კასკადებს, ლაბირინთებს და ზოგჯერ ვამბობთ, აი, ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ......ვამბობთ მაშინ, როდესაც თუნდაც უნაგაროდ, ასე გვაწყობს, ასე გვსიამოვნებს.
ისედაც, მხოლოდ იმას აქვს აზრი რისი გჯერა შენ, რად აქცევ მოვლენას. მოვლენას, რომელიც თავის თავად მარტივად გენიალური არაფრობაა.
შინაარს ვაძლევთ ჩვენი ლინზით, მასში გარდავტეხავთ არაფრისფერ სხივს. თუმცა, მაინც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს, შემთხვევით არჩეულ ფილმში, ერთმანეთის მიყოლებით პოულობ შენში ოდესღაც გაჩენილი იდეებს, ისინი გაჟღერდება და გახსენდება შენივე თავი.
...არასოდეს დაივიწყო ის ადამიანები, ვინც გიყვარს.
...თუ რაღაცას ამსხვრევ, ბოლომდე დაამსხვრიე.
...გახდი ის, ვინც ხარ.
აჰ, ყველაზე მთავარი --> ...მათებურად თხრილის, შენებურად კი ჭურის მეორე ბოლო ნამდვლად არსებობს.
და ახლანდელი მე მივამატებდი, ბოლომდე ენდე შენს იდეებს და გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავის.
რომ ნგრევა, მსხვრევა და შენი სამყაროს კიდემდე მისვლა ზოგჯერ აუცილებელიცაა. ნურაფერის შეაკოწიწებ, თამამად დაანგრე ყველაფერი.
რომ ვინც გიყვარს, მხოლოდ მათი მუდამ ხსომება კი არ კმარა, არამედ მიიღო ისეთები, როგორებიც არიან და ყველაფერი, ყველაფერი აპატიო.
რომ არასოდეს უსაყვედურო საკუთარ თავს ჭურში ჯდომის გამო - გახსოვდეს ჭურის მეორე ბოლო...!
ეს ყველაფერი არც ისეთი ადვილია, როგორც იკითხება და არც ისეთი აბსტრაქტული, როგორიც ჩანს. სწორედ ამიტომაა სასიამოვნო და ამიტომ ჰქვია სიცოცხლე.