აი ის მომენტი როცა იაზრებ რომ გერმანიაში დიდი ხანია რომ ცხოვრობ
-როცა სამი საათი გარეთ მხოლოდ იმიტომ სეირნობ რომ ამდენი ხნის მერე მზე მოგენატრა
-რომ დილით ადრე დგები იმიტომ რომ მზით დატენვა მოასწრო
-როცა სამსახურიდან გამოსული გიხარია რომ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი ღამე და ცა არის ლურჯი და არა შავი
როცა იაზრებ რომ ქართველი ხარ
-აი ესე ძალიან რომ გიყვარს მზე
იაზრებ რომ დიდი ხარ იმიტომ რომ კი გინდა კატა მაგრამ ჯერ არ ხარ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად და აი ის დიდობა რაც ბავშვობაში ვერ წარმოგედგინა არის ზუსტად ის რომ პასუიხსმგებლობის გრძნობა გაქვს
ფისო რომ გეყოლება რომ აუცილებლად იცი და რამე ექსტრავაგანტულ სახელს მოუფიქრებ, ფისოებს შორის ყველაზე ფისო უნდა იყოს.
აი ფისო გეყოლება ისე არის რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჩანაწერებში ორი დაუსრულებელი მოთხორბა გელოდება და ერთს ძალიან ძალიან მალე დაასრულებ
რომ იცი რაც არ უნდა მოხდეს თავისუფალი ხარ
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წახვალ ოდესმე თუ ასე მოგინდება
სულ ან ცოტა ხნით
ისევ ვნახავ ოკეანეს
და ვნახავ ვეშაპებს
როცა თავს იმ ქალაქელად გრძნობ როცა ქუჩაში ხალხი გცნობს და გესალმება.
ყველაზე ყველაზე მაგარი გრძნობა.
მე ამ ქალაქელი ვარ.
ამ უდღეო უმზეო ქალაქელი, მაგრამ მაინც ამ ქალაქელი.