
რეალობა ილუზიაა და იზლუზია რეალობააო რომ უთქვამთ, აი, ამით მერე რა?
შეიძლება, ოდესმე მოგინდეს ნახო სიტყვებად ქცეული შენი განცდები. მე ვნახე. თუმცა, ამითაც, მერე რა?
მშვენიერია სუბიექტურობა, განპირობება. ამით რაღა? ამით ის, რომ ცხოვრებას სინამდვილეში სხვა გემო აქვს, შენ რომ მოიგონებ, ის.
რა გემო აქვს ახლა? ბამბის ნაყინს გავს, დიიდი, ფუმფულა, მოცულობითი და გასინჯვისას სიცარიელეს გიტოვებს. სიცარიელეს და ცოდნას სიფაფუკეზე.
ისე, ყოველთვის, როდესაც ოდნავ მაინც ჩავივლი ჭეშმარიტებასთან შორიახლოს, ვდუმდები. აღარ მსურს საუბარი, ზედმეტი ხდება.
ცხოვრება - სულ, სულ ყველაფრით მომწონს, რა კარგი ყოფილა ასე! ..ან კი არ მოგწონს, გიყვარს, რადგან მკტივნეულად გჩხვლეტს..
იგრძნო, ე.ი. იხილო შენი ორი ფერი, ორი სახე, ორი ბუნება - სრული კონტრასტი, მათგან კი ისეთი გალაქტიკა, როგორიც დატრიალება თავიანთი
ბუნების მიხედვით - არადვილი ყოფილა. თუმცა, ნამდვილი და იქნებ ჭეშმარიტების ერთ-ერთი ბუნების, აბსურდულობის სიმბოლოცაა. ალბათ, ....
რომელ ფერში შესრულდები და რა ფერი იქნება შენი გალაქტიკა?
...და რაღაც ძნელი, ამოუთქმელი, გაუმხელელი, გაუნდობელი... დიახ, სწორედ ასეთი და ის ბირთვდება,
ზვირთდება და განგაპირობებს, როგორც ცოცხალ, მოძრავ, შთაგონებულ არსებას...
ნეეჰ...!
ახლა მივხვდი, რომ არ მომწონს ეს აბსტრაქტული ნაკადები. აღარ მაკმაყოფილებს ასეთი სტილი. რატომ უნდა ვწერო ასე, როდესაც სინამდვილეში მთელი
არსებით განვიცდი ნაზი ჰაერით ამოვსებულ, აციმციმებულ სივრცეს ერთ პატარა ოთახში. მოტკბო სურნელის პაწაწინა ყვავილებით, ვარსკვლავა
ყვავილებით. ოთახში კი ეტევა არსებობა, უსასრულობა, მთლიანი გალაქტიკა. ესაა ყოვლისმომცველი - სამყარო ჩაეტიოს ერთ პატარა ოთახში. გარედან
კი ხმაური, ყრუ, მიღმიერი - იქნებ, ისეთი, როგორიც ჩვენს გარეთაა, იქ, შორს.
ცხოვრებაში მეორედ, ერთ პატარა ოთახში ჩატეული უფლება, სუფევა. მე არ უნდა გადამეყარა ის რვეულები. არც ის განცდა, სიტყვებში გაზუსტებული.
ძველის ძველი ჩანაწერები და ოდესღაცელი შენ შეხვდებოდა მას, ვინც ახლა ამას ვწერ.

ისევ ძლიერად მენატრება საკუთარი ნაწილი და იმ ნაწილსაც - მე. სულ, სულ ცოტა ხნით
ჩვენ ვიყავით ორი ნაწილის ერთი მთლიანობა და მე აღარ გავრბოდი მის საპოვნელად.
ახლა, როგორც ყოველთვის, ვგრძნობ და განვიცდი, რომ ვერ ვწერ. ჰო, მართლაც ასე ხდება, განცდასა და სიტყვას შორის მეკარგება სიმართლე.

მ.