
არ მომწონს ქალი, რომელიც თავს ისაწყლებს და იუბედურებს, რადგან ჩერდება იქ, სადაც მას წამლავენ და აპატარავებენ. ამაზე მეტად, არ მომწონს
კაცი, რომელიც ქალს ასაწყლებს, აუბედურებს, აპატარავებს და წამლავს. გასაგებია, რომ ამის "ნებას აძლევს" ქალი, მაგრამ ეს მის პატარა, არაკაცურ
არსებას არაფრით ამართლებს. არ ვიცი მებრალება თუ მებრაზება ეს ქალები, უფრო, ორივე ერთად, სიბრალურლი წარმოშობს ზიზღს და ზიზღის
ბუნებაში სიბრალულის მარცვალიცაა. ხოლო, ეს კაცები, ცალსახად მაღიზიანებს და სიამოვნებით ვცემდი, ძალა რომ მერჩოდეს. ისინი ჩემს გარშემო
დადიან და იქნებ ზოგიერთს ჩემი ძმაც ქვია.
როგორი სასაცილო და კანონზომიერად აბსურდულია, რომ ის კონდიცია, რაში მოსვლისთვისაც ერთს ტიტანური ძალა დაადგა, მეორესთვის ეს
ბუნებრივი მდგომარეობა იყო და მასში სრულდებოდა სუნთქვასაცით შეუმჩნევლად. თუმცა, ამით სულაც არაფერი იცვლება და მე ეს მომწონს.
რამდენი რამ მაქვს თავმოსაყრელი და დასაფიქსირებელი. ნელ-ნელა, მშვიდი ცურვით მოვალ ჩემს თავთან უნისონში. უფრო სწორად, ვიგრძნობ, რომ
ისედაც ვიყავი. რისთვისაა ეს საჭირო? შემოქმედებისთვის, შექმნისთვის, რომელსაც საკუთარი თავის განხროცილებაც შეიძლება ეწოდოს.
მე, მთელი არსებით, ვგრძნობ, რა მსურს გავცე და ვიცი, რა მსურს მივიღო. ვიცი, ჩემი პრიორიტეტი და შესაბამისად, ახლა, როდესაც რაღაც მსურს,
თანაც ვიცი რა - უბრალოდ, ავდგები და მივიღებ. ჩემს სურვილებზე და პრიორიტეტებზე მოვარგებ იმ მინი-სამაყაროს, რაც ისედაც ჩემი წილი სამყარო
და გალაქტიკაა.
არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, როდესაც ყველაფერი იმდენად ნათელი, მშვიდი და თვითმყოფადია, რომ ვეღარ წერ, თუმცა ის ვიცი, რომ ფორმაცვალებაც
აქვეა, ისევე, როგორც ფერისცვალება, ფერ(ის)წერა. კარგია თუ ცუდია? აუცილებელია ეს იცოდე? აცუილებელია ან ერთი იყოს, ან - მეორე?