
განსხვავებით წარსული შემთხვევებისგან, ამჯერად, შეგნებულად, ნამდვილად და განყენებულად მომინდა რაღაც. ამას კი, აება მთელი დაგაკვეთები,
პარალელები, დამთხვევები, შემთხვევები თუ ბედის'წერები. სინამდვილეში - ისინი, ყველა ერთია, სახელები დავარქვით სხვა და სხვა. ხოდა... კარგად
უნდა გავერკვე, დავგეგმო და განვახორციელო. ადრე, როდესაც რაღაც მომინდებოდა - სანამ მასთან მივიდოდი, აჟიტირებული ვიყავი და მეგონა,
მასთან მისასვლელად გამოვიარე მანამდელი გზები, რაც ერთი დიდი ილუზიის პატარ-პატარა სიბეცეები იყო, აბსოლუტურად ადამიანური, ე.ი. ბუნებრივი.
ახლა კი - ასეთი არაფერია. უბრალოდ და მარტივად - მე მინდა ეს და მე უნდა ავიღო. ამას არ მოაქვს ეიფროია. რაღაც სხვა არის, აქამდე არგამოცდილი.
ძველი, კონკრეტული კავშირების და გადაკვეთების აღდგენა მომიწევს, მშვენიერია. აი, ასეც ყოფილა - არასოდეს გაიქცე შენგან.
...კიდევ ბევრი აზრდეტალი, რომელთა დაწერითაც თითქოს figure out -ს მოვახდენდი, მაგრამ მეზარება, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია აქ.
ასათიანის შვილის სახსოვარ ვიდეოზე მუსიკად იდო "evanesence - my immortal" და მტკივნეულად შევიკმუშე, მერე ვიღიმ(ოდ)ი... სახელი შენი და...
...კიდევ ბევრი განცდები, ცხოვრების სუნელების და სხვათა და სხვათა, რომელთაც განა იმიტომ არ ვწერ, რომ ისედაც ნათელია, არა. ამას სჭრდება
ძალა და ნიჭი, გადააქციო სიტყვებად, უფრო ზუსტად, გარდასახო სიტყვაში. ამიტომ არ ვწერ, ახლა. შეიძლება, მომავალში დავწერო.
ადრე სიტყვები მოდიოდა ჰაერივით, სუნთქვასავით ადვილი იყო წერა. ახლა - აღარ. შეიძლება ოდესმე ისევ გახდეს. ნუ, არ ვაპირებ "ამაზე მუშაობას".
ან, სულაც არაა ეს სასიტყვეთის სფერო...
მსურს სრულად განვახორციელო საკუთარი თავი, ამისთვის ავიღო ძალის და უფლების სადავე ჩემზე ე.ი. ცხოვრებაზე. აჰ, და კიდევ - ეს ოხერი ნება ვყო!
შებინდებისას სინამდვილესავით მსუბუქად მქროლი სიოს მუსიკასავით ყრუ? თუ რა? აი, აქ ისევ არაა სიტყვა.
მივხვდი რატომ ვერ ვდუნდები, შევცურდები ხოლმე სიტყვებში, წერაში. მგონია, რაღაც დაჭყეტილი თვალი მკითხულობს და მარტო არ ვარ.
არადა, სადაც მარტო ვარ, იქ არ მეწერინება.
უკან აღარაფერი დავტოვე, წინაც არაფერი მოვიმზადე. სრული სიცარიელეა. მე ვარ ცენტრში და ვგრძნობ ცენტრის ძალას.
საინტერესოა, რას წავიღებ წინ და რას დავტოვებ უკან.
ნუუ, სინამდვილეში ცხოვრების დრო მეტად მცირე, ლიმიტირებულია. ყველაფერი სრულდება სიკვდილით, კარგ შემთხვევაში სიბერეში სიკვდილით.
მაგრამ, ამით მერე, რა? დაე, ისე ჰქმენი, როგორც ამას შენი ხმა გკარნახობს, რას კარგავ ან რას იგებ, როო?
ოუქეი. :ღიმილისი:
...ის, რასაც ვერ ვწერ ....გავასუფთავებ, განვაახლებ, გავაპირველადავახდენ...