ვერასოდეს ვერავინ შეძლებს საკუთარ თავზე აზრი შემაცვლევინოს.
გადასარევად ვიცი ვინც ვარ და რასაც წარმოვადგენ, რა შინაგანი რესურსი მაქვს და რას გამოვასწორებდი.
ხანდახან, დედაც და მამაც შეიძლება იყვნენ ეგოისტები,
დადგნენ სასწორის ერთ მხარეს და მათი "სიმართლე" აღემატებოდეს შენს სიმართლეს.
რა საჭიროა ადამიანის შეწუხება, როცა მეც შემეძლო დამოუკიდებლად წასვლა ამ საქმეზე და მოგვარება??
მე ძალიან კარგად გავიცანი ადამიანები და სამწუხაროდ მათი დიდი უმრავლესობა "ტყუილად" არაფერს აკეთებს... რატომ უნდა ვიყო ვალდებული ჩემთვის არცისე ახლობელი ადამიანის წინაშე?? ალბათ, შენ არავისთვის "არ შეწუხებულხარ" ასე რომ გიკვირსო... მე არ შევწუხებულვარ

ძალიან მაწყენინა ამ სიტყვებით.
აი, ამ წამს ერთადერთი რამე მინდა : ამათი კარგად ყოფნა, დიახაც თუნდაც ეგოისტურად, საკუთარი სიმშვიდისთვის და საკუთარი ფული.
ვინც იხდის , მითითებებსაც ის იძლევა. რაც არ უნდა უარყონ, ასეა.
მე ყველაფერს მივაღწევ, რასაც ჩავიფიქრებ და მოვინდომებ!
დიახაც, დედამიწაზე იდეალები არ მყავს და "ღირებულად" არაფერი მიმაჩნია, სუფთა, ადამიანური ურთიერთობების გარდა!!!