ცხოვრება, სინამდვილეში... აქ, სულ ერთია ვინ რა წაიკითხა, ვის ვინ გაუგია და რამდენი აქვს IQ(იქინე).
ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე ბითლომანი ან ჩხეიძის მსმენელი - ცხოვრება, სინამდვილეში...
იდეა, რომელსაც მუდამ განიცდიდი, მიიღო კონტური, ფორმა, გამოკრთა - ოღონდ, არ მიყვები, არ შედიხარ მასში გონებით. შენ იცნობ მას, იცი, როგორ
უნდა დახუჭო ტვინის ხუჭუჭა თვალაკები და უსიტყვოდ გაყვე განცდებს, რომელიც აქამდე ტვირთი იყო. მტკივნეული და მძიმე სატარებელი. და ახლა?
ახლა, ხავერდოვანი ტიპია. მისთვის ნათელია. იცი, ეს მანამდეც ასე იყო, თავდაპირველიდან. უბრალოდ, უფლება არ გქონდა მასზე. შენ, შენი
სისხლით მოიპოვე თავის-უფლება, მხოლოდ ამის შემდეგ გაკაიტიპდა, სუნთქვასავით.
ხოდა, მას ჰ-კიდია, გულწრფელად და ძლიერად ჰ-კიდია ვინ ხარ შენ და რამდენად მღვიძარე. იმიტომ რომ, ცხოვრების სხვა სახე, ფერი იგრძნო.
ოდნავ, ტუჩზე შეეხო, ტუჩიდან ენის წვერით დააგემოვნა. საკმარისი კი აღმოჩნდა ყველა წარმოდგენის დასამსხვრევად, ყველა შეხედულების და
მისწრაფების გასაქრობად, მიზნებისაც იქვე. სინამდვილის გემო - სიტყვით როგორ უნდა აღიწეროს? ალბათ, შესაძლებელია ან მხოლოდ განცდაში ხდება.
ყველაფერი ისეა, როგორადაც შეუძლია ყოფნა. მას, ის სიჩუმე ეწვია, რომელიც ეგონა ვერასდროს დაუდგებოდა - გაცნობიერების ჭეშმარიტი სიჩუმე.
დაზავების და სილაღის სიჩუმე, სილაღე უპირობო და ა'ლოგიკური. რაში გვინდა ლოგიკა? ან როდის გვდომებია? არასოდეს.
ქაოსში, ანარქიაში, სისულელეში, სიჭრელეში იცხოვროს ადამიანმა და იადამიანოს ცხოვრებამ, დროშიდროშებით, ჩვენი ცეკვებით,
ჩვენი საერთო ცეკვით - ასეთი წარმტაცით და გადასარევად აბსურდულით.
...... .... .....
........... ..............
.....................................
სინამდვილის სიჩუმე. გრძელი, ღრმა ნაფაზით ნისლად გაეფინა ცნობიერების მდინარეს და ჩამოწვა, დაირწა. სულ ერთია ვინ ხარ, საიდან მოდიხარ,
რატომ - შეგიძლია ჩამოჯდე აქ, ჩემს შებინდებაზე, ღრმა ნაფაზი დაარტყა და მოვუსმინოთ ჩვენში მას და მასში ჩვენს. ხომ ლამაზია?
მომწვანო, იდუმალი და შეუცნობელი მდინარის თავზე გაწოლილი ნაფაზი, ახალი თამბაქოს სურნელით. შუამავლი და შორეული მუსიკის მომტანი.
მუსიკა, როგორც სურნელი. სურნელი, როგორც მიმქრალი ექო. ექო, როგორც ძველი სუნამოს ფლაკონი.
აბა, სად ვართ ახლა ჩვენ? ხომ არც ისე ადვილია ეს ზუსტად განსაზღვო?
ალბათ, მდინარის ნაპირზე. ნისლიანი თამბაქოს ხომალდს კი მოაქვს სუნამოს ფლაკონი, ექო, მქრქალი სითბო და მოცურვას, მოცურავს, სხვა და სხვაც.
დაა, სადაა შენი შებინდება? მინდა, რომ მეც გავაბოლო შენი ნისლი და ვიხილო შენი დინების თავზე. ხილვა, როგორც ნელი, მთვლემარე ცურვა მასში.
