გახსოვს სახლი? ის და ისიც... როგორ არ გახსოვს, ხელშეუხებლად. მეორე კი - დაგვიწყებია, რადგან ხელშესახები იყო, ფერი იცვალა, სურნელი იცვალა.
ორი განცდა, ერთი - დროში გაყინული ანუ მკვდარი. მეორე - ფერცვლილი, ფერგარდა ვცლილი... ფერიანა ცვლილი...
განიცადე, ამოატივტივე მისი სურნელი, ხომ გახსოვს, მაშინ როგორ ჩაიძირე მის, ახალ სამყაროში. ის ისევ ისეთად არსებობოს გაცნდაში...
დროში გაყინული, ესე იგი, მკვდარი სახლი კი არგანცდაში, სადღაც ცნობიერებაშია, კოლტად გაჭედილი. ის მკვდარია და შენ გელის, რომ ფერი უცვალო,
ფერიანა ცვალო, ფერ გადაცვალო, რომ გაცოცხლდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის. გაცოცხლება, როგორც გაგანცდება მისი.
ჭიქაში დაყენებული გვირილის ჩაისავით რბილი. ნაზი, რბილ ყვავილები, მისი გემოც და სურნელიც ეს სირბილეა.
ამიტომაც, თვითონ ჩაი გვერბილება. სირბილე, როგორც სიბსუბუქე და სიფაფუკე. რაღაცნაირად უმანკო და ამით ძლიერი, შენზე ძლიერი და დიდი.
ზუსტად ისეთი, როგორც ბავშვი - დიადი და მბრძანებელი მის გარშემო მბრუნავი ბებერი სამყაროსი და ჩვენი, დაპატარავებამდე გადიდებული ადამიანების.
საკუთარი ბედის დაწერისას შექმნილი ლინზა, წყალისფერი სინათლის გარდამტეხი, მხოლოდ შენი, შენზე, შენში, ესე იგი, თავის მოპოვებული უფლება.
სურნელი, რომელიც შენში შემოვიდა და ამოგავსო, როგორც ცარიელ, თბილ ფიტულს ამოავსებდა რბილი, ვარდისფერი თიხა, ტკბილი
დამაკავშირებელი შენი შენსავე თავთან და გზად ყოფნის ძლიერგანცდა, საკუთარი არებობის ნამდვილობის დასტური.
ვინ არიან ისინი, ვინც შენი განცდის სისხლია, ჰაერია.
ჰო, განა "რა? - ცხოვრება", არამედ, "ვინ? - ცხოვრება". ჩვენ ვართ ამოვსებული ერთმანეთით, ამოვსებული, შეფერილი, ქმნილი - ადამიანების ქსელი.
ლამაზი, აბრეშუმის ქსელის გვერდით ზოგჯერ რკინის ქსელია, მეტად უცნაურად ნაქსოვბადე ვართ, ჩვენ, როგორც ცხოვრება. ცხოვრება, როგორც ადამიანები.
...დააა, როდესაც შენ ამბობ, რომ შენზე გავლენას ახდნენ გარშემომყოფები, შექმნილი გარემო, იმაზე თუ გიფიქირა, რომ ვიღაცისთვის შენ ხარ გარშემომყოფი,
შენ ქმნი მის გარემოს? ამაზე თუ გიფიქრია, ალბათ ისიც დაგინახავს, თუ რომელი ძაფი ხარ ბადეში და შეიძლება არ გითქვამს, მაგრამ გულს უთქმელად ესმა.
მას ვერ გამოაპარებ იმას, რაც ამ დროს განციადე და იხილე.
არის რაღაც საშინლად სასიამოვნო სამყაროს იმ კანონზომიერების შენში, ყველა უჯრდეში დენივით განცდისას, რომ ოდესღაც დადგება დრო-თქო
დავწერდი, მაგრამ დრო არც დგება და არც წვება, ის სუფევს, სუფევაა და უფლებაც.
ამიტომ, ასე ვიტყვი, ერთხელაც დადგები იმ დროში, როდესაც ძალიან გეტკინება შენი ნაქსოვი, სინანული შეგკუმშავს, მაგრამ უკან, დროში ვეღარ გადადგები,
ის აღარ იქნება, რომ გამოასწორო შენი შემოქმედება. ანაც, როგორ უნდა იყოს დრო წინ ან უკან, როდესაც დრო თავად შენშია, შენი არსებობა განაპირობებს მას.
ყველა მოძრაობა წარუშლელ კვალს ტოვებს, ეს მოძრაობები სულსა თუ ფიზიკურ სივრცეში, ზუსტად გავს მიმიკურ ნაოჭებს.

ხოლო, თუ სულ ოდნავ მაინც გაასწარი საკუთარ თავს(არ ვამბობ დროს, თუმცა, ამ მომენტში ასე ვწერთ ხოლმე).. ხო, თუ უცერად, შენდაუნებურად
გაასწარი საკუთარ თავს და მანამ დაინახე თუ რა მასალით ქმნი სხვებს და რით ფერავ, იქნებ კიდეც თითხნი მათ?
- ეს წამიერი გაელვება გააუსასრულოვე....................ესე იგი, ამ მომენტში, ნუ გადართავ სხვა სიხშირეზე.
"მაშ, ასე ჩვენი მსმენებლო, ეთეროვანში გავა უკვდავი ჰიტი........" ______________________

