გალაქტიონზე იყო საუბარი და რატომღაც გამახსენდა..
"ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ( აი ისეთი ხელები მე რომ მაქვს, ნაზი და თეთრი, პ.ს. ეს მე ვარ ნია ლექსის ნაწილი არაა,დალშე)
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში..."
აი ეს ბოლო იელვებს ქრება და კვლავ იელვებს არის შესანიშნავი, ზუსტი გამოხატულება იმისა თუ როგორ პერიოდულად ჩნდება ამ მამაკაცის გონებაში ქალის არსი ფიქრების სახით .......
საოცარია პ.ს. ისევ მე ვარ ნია არაა ეს ლექსის ნაწილი

მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
აქ ის მუსიკა უნდა იდოს მე რო ლინკს ვერ გავიმეტებ
რამდენი თვეა თავი ასე, აი "ასე " არ მიგრძვნია
განცაკლევებით
მხოლოდ მე და ყველა სხვა.... ალბათ ასე უფრო რეალურია , უფრო სწორია ..
ერთი სული მაქვს როდის მოვა აპრილი და ჩემი დაბადების დღე
შემდეგ კი როდის შემოვა მარწყვი და ალუბალი
და მეორე დაბადებისდღე როდის გვექნება სახლში
მარწყვის ტორტს მე გავაკეთებ ^ თეთრი კრემით
თუმცა დიდი შანსია აქ მაგ დროისთვის აღარ ვიყო როცა მარწყვი შემოვა
This post has been edited by Jessica Rabitt on 17 Mar 2017, 06:03