1. + გაძლევს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია იმ კომპანიაზე თუ ადამიანზე ვისაც აქვს ფბ . და დღეს გამონაკლისების გარდა ყველას აქვს. ნუ კოპანიაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. მცირე თუ დიდი ბიზნესი ,კერძო თუ სახელმწიფო, იყენებს იმიტომ რომ სოციალური მედია გაცილებით მომგებიანი, ეფექტური და ხანგრძლივი საშუალებაა (და რაც მთავარია, იაფი) ადამიანებზე ზემოქმედების
ასევე ინტერაქტიულობის წყალობით უფრო მიმზიდველიც..მე მაგალითად ვერ ვიტან ვებ -გვერდებს სადაც რამე სტატია დევს და დაბლა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. პროცესების მართვის და მასში თანამონაწილების განცდას კლავს

2. + თუ ხარ კრეატიული და შემოქმედი ასევე გასაზიარებელი გაქვს რაღაც (საიდუმლო მეგობრობის დღიურების დრო კარგა ხანია წავიდა

) ეს ყველაზე კარგი პლატფორმაა
3.+ თუ გინდა ძალიანდიდი ხნის უნახავი მეგობრები, ახლობლები და ნათესავები გამოძებნო და იკონტაქტო
4.+ გაიცნო საინტერესო ადამიანები
5+ ყველაზე კარგი + ისაა რომსენ თვითონადგენ შენს გარემოს . არ გინდა ვიღაც წვერებიანი ირანიზაციის მქადაგებელი? ნუ დაიმატებ..არ გინდა პოლიტიკურად აქტიური გარემო? ნუ დაიმატებ ...არ გინდა პატრიარქის გულებიანი სურათები შეარების და ლაიქების მოტხოვნით და ნუ დაიმატებ გამოხტება და დააჰაიდე და დაარეპოტრე

მოკლედ შენი გვერდი შენ გეკუთვნის და მიკვრის რომ ამბობენ მღლისო..რა სასტავიც გყავთ გარშემო ეგ თუ გღლით სწორედ ისე დაგღლით წვეულება, ლაშქრობა, სტუმრობა და აშ.
6+ თანამოაზრეების პოვნა (გაერთიანდები შენი თემატიკით დაინტერესებულთა ჯგუფში და ოაზისში ხარ

- ჩემთვის ეგეთი მოგზაურობა და სოფლის მეურნეობაა )
ახლა ყველაზე დიდი მინუსი ჩემთVის
- 1 სანახევრო ურთიერთობა. ადამიანი თან გენატრება თან არც ...აი გყავს ფრენდლისტში და ყოველ დღე როგორ ხარ რას შვების ხო არ კითხავ ..არადა იმდენი ხანია არ გინახავს ..თან რაღაც ფრაგმენტებს ხედავ მისი ცხოვრებიდან და თან იცი რა ხდება თან არ იცი ...მოკლედ თუ მართლა მინდა ვიგრძნო ვინმეს მონატრება და არც ურთიერთობა "გამიუფასურდეს" თუ რაც ქვია.. ის ადამიანი არ მყავს ფბზე ) ნუ მეგობრებს რაც შეეხება ...ყველას ყოველთვის ვერ დაათვალიერებ და ეგეც რაღაც სანახევრო ურთიერთობას რომ არ დაემსგავსოს ხარ ნეიტრალურში რა

აი რაღაცნაირი სიტუაციაა ახლა ვერც ვწერ გასაგებად

მერე კიდე დავფიქრდები..მაგრამ მეგობრები მაინც სჯობს ახლოს (ფბზე ) გყავდეს

)
2 - მართალია, მიაქვს დრო და ხანდახან 5 წუთი რომ უნდა შეიჭყიტო რაღაც პოეზიის საღამო რომელ საათზეა იმის გასაგებად გადაყვები მერე ათას რამეს
3 - თუ არ გექნება ფბ რადგან უკვე ნორმაა რომ უნდა გქონდეს, სპეციალურად შენ არავინ გირეკავს და გატყობინებს რომელ საათზე და რომელ აუდიტორიაში ტარდება სემინარი თუ ლექცია

მოკლედ, ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმი და დაუსახლებელი კუნძული გჭირს როცა არ გაქვს ფბ და ამის შესახებ ყველას არ ახსენებ ყოველ წუთს.
აუ კიდე ძაან ბევრი + და - მაგრამ აი ახლა ვზივარ და არანაკლებ დრო მიაქვს ამ ფორუმს

ჰოდა წავედი ისევ ფბზე დ
This post has been edited by whiskey on 21 Apr 2017, 03:30