არადა ყველაზე მეტად
მაგრამ სამწუხაროა რომ შერგება არ უნდა. ანგელოზი არავინ არ არის, მაგრამ ოდნავ პოზიტივიც არ უნდა, სულ ნეგატიურ ტალღაზეა, სულ უცხო მგონია უკვე, იმდენად შეუძლია რომ მაწყენინოს და მომშხამოს რომ უცნობი მგონია.
იმდენად ადვილად იძახის იმას რასაც იძახის, იმდენად არ ფიქრობს, იმდენად პრინციპების ტიპშაა, თან უაზრო პრინციპების, იმდენად უარყოფითადაა ჩემს მიმართ რომ რავიცი,
არადა იმდენად მიყვარს. ერთი ტკბილი სიტყვა 1 ახალი სიცოცხლეა ჩეთვის, ერთი მისი ნერვიულობა ტანჯვა და მაინც ასეთი შედეგია.
უბრალოდ რატომ. როცა შეიძლება ირგვლივ თუ ნეგატივია, შიგნით მაინც გავამხნევოთ ერთმანეთი და გვერდში დავუდგეთ.
მაგრამ ყველაფერი ცალმხრივია, სულ მე და სულ მე, მე მე მე მე მე მე, ის არ არსებობს ურთიერთობაში, მცნება ის მკვდარია, სულ მეორე მხარის ბრალია რაც ცუდი ხდება, თუ კარგს აკეთებ ისიც ცუდად გამოყავს, იმასაც ამოგადენს ყელში, ძალიან ფსიხია, ძალიან ფეხებზემკიდიაა, ძალიან ადვილად აკეთებს უაზრობებს.
მაგრამ აჰა, დადგება ფაქტის წინაშე, თუ რამდენად ძვირფასი უნდა ვყოფილიყავი და რამდენად ცუდი და რთულია ჩემს გარეშე.
მაგრამ ამ დროს ყველაფერი იცვლება, სადაა სიხარული ? სადაა კარგად ყოფნა ? სადაა პატივისცემა ? სადაა ძველი ის.
სადაა ტუჩებაბზეკილი ბუტია, სადაა ხელს რომ ხელში გაგიყრიდა და თან გაბუსხული მოდიოდა ის არსება ? სადაა ის პატარა სათუთი გოგო
რატომ დარჩა მხოლოდ პახაბნი. რატომ შეიცვალა ასე, რატომ დაკარგა გოგოშკურობა და ქალობა, რატომ გახდა ასეთი.
სადაა ის ხალისიანი, "პაძემკაში" რომ დარბოდა იქით აქით და ერთად ვიცინოდით. სადაა ის დამფასებელი რაც საწყის პერიოდში იყო, ცოტა ხნით მაგრამ იყო.
სადაა ის ადამიანი რომელიც ასე შემიყვარდა, როგორ გაქრა, როგორ მოახერხა, რამდენად უაზრო პრინციპულობა აქვს რომ ყველაფრის გაქრობის უდიდესი შანსია,
ძალიან მწყინს.
მაგრამ გულით ძალიან
Where Something Good Is Always Cooking.