- თავისუფლების დღე, კონსტიტუციის დღე, წმინდა პატრიკის დღე.. აი ღამეს რას მიუძღვნიდით ლორდ?
- ჰმ ოჯახის სიწმინდეს მის ბლონდ...- მე ესეთებზე მეცინება
* * *
- არ გეზარებათ წვერის გაზრდა?
- ხელი არ მიხლია მემ...
- ევროპა თქვენთვის რას ნიშნავს მის ბლონდ?
- ევროპას ლორდ. ჩამოვაყალიბე?
- კი მის ბლონდ კი.
- წუხელ საღამოს, თქვენ რომ პიანინოზე უკრავდით, თავიდან ჟრუანტელი მივლიდა, მერე ვთრთოდი...
- მერე ლორდ, მერე?
- მერე ცხელი ლიმონიანი ჩაი დავლიე მაგრამ ვერ მიშველა მის ბლონდ და ახლა საშინლად მახველებს და სიცხეც მაქვს ასე 38.
- ლორდ, წუხელ ცოლმა მითხრა რომ, ქალებს უფრო მეტი რამის ერთდროულად კეთება შეუძლიათ ვიდრე კაცებსო..მეც ავდექი და ვუთხარი: დაჯექი და მოკეტე მეთქი..
- მერე სერ? შეძლო ამ ორი რამის გაკეთება?
- ეჰ სერ.. იდგა, ხელებს იქნევდა, კიოდა ილანძღებოდა და ტიროდა..
- ჰმ.. მართალი ყოფილა თქვენი ცოლი სერ..
- უეჭველი ლორდ..
- კბილის ამოღება რა ღირს სერ?
- უმტკივნეულოდ 100 სტერლინგი, ტკივილის თანხლებით 300 სერ.
- საოცარია! უმტკივნეულოდ და 100 სტერლინგად ამომიღეთ მაშინ სერ..
სტომატოლოგმა კბილის ამოღება დაიწყო თუ არა საშინელი ყვირილი გაისმა...
- მტკივა ექიმო!!
- მაშინ 300 სტერლინგის გადახდა მოგიწევთ სერ...
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა.
- ქუჩაში სეირნობისას ლორდ ჰენრის შემთხვევით სერ არტურ კონან დოილმა მხარი გაკრა..
- ეს კაცი არის უცოლო, ბრიტანელია, ლონდონში ცხოვრობს და არის ლორდი.. - გაიფიქრა სერ დოილმა.
- დებილი! - გაიფიქრა ლორდ ჰენრიმ.
- წუხელ მის მართა მთელი ღამე მაგიდაზე ცეკვავდა, აღფრთოვანებული ვარ ფეხებით..
- მის მართას ფეხებმა როგორ აღგაფრთოვანათ ლორდ ჰენრი?
- ჰმ... მაგიდის ფეხებით ვარ აღფრთოვანებული სერ.
- ვისკი მიირთვით მის ელეონორა,
- ერთხელ გავსინჯე ლორდ და არ მომეწონა..
- მაშინ ფრანგული ბურგუნდიული ღვინო მიირვით..
- ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა ლორდ..
- ცეილონის ჩაის ხომ არ ინებებთ?
- ეგეც ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა
- თქვენ ერთი შვილი გყავთ მის ელეონორა ხომ?
- დიახ ლორდ? როგორ გამოიცანით?
- ჰმ...
- ჩემს ქმარს შავი თმა აქვს და ხვალ მიღებაზე შავი კაბით მოვალ, თქვა ჰერცოგინია ენიმ
- ჩემს ქმარს წითური თმა აქვს და მე წითელი კაბით მოვალ თქვა ჰერცოგინია ინესმა
- ჰმ... ჰერცოგინია მერის მოსვლამდე სული გამძვრება... გაიფიქრა ლორდ ჰენრიმ და მოშორებით მჯდარ ჰერცოგინია მერის მელოტ მეუღლეს გადახედა.
* * *
- მეჯინიბე ხო არ გჭირდებათ სერ?
- კი მაგრამ თქვენ მის ბლონდის მეჯინიბე არ ხართ?
- ისეთი რამე მითხრა სერ გუშინ რომ, მაგასთან მეტს ვერ ვიმუშავებ...
- და რა გითხრათ სერ ასეთი?
- "განთავისუფლებული ხართო" სერ.
- აუ ლორდ.. არ მეგონა თქვენი მსახური ასეთ სიმაღლეებს თუ მიაღწევდა..
- მაგარი რამეა კატაპულტი მის ბლონდ.. აბა ახლა თქვენს მსახურს დაუძახეთ..
- ეგ რა ხმა იყო ალისტერ?
- ქურთუკი დავარდა სერ
- კი მაგრამ..-, ასე მძიმეა ეგ ქურთუკი კედლები რომ ააზანზარა?
- მეცვა სერ...
- მისის მართას რას ეკამათებოდით მის ბლონდ?
- მიმტკიცებდა აქედან ბირმინგემი უფრო ახლოა ვიდრე მთვარეო..
- კი მაგრამ მის ბლონდ.... აქედან მთვარე როგორ არის ბირმინგემზე უფრო ახლოს?
- ჰელლო ლორდ? აბა გადით აივანზე და გაიხედეთ...მოჩანს ბირმინგემი?
- რატომ დარბიხართ მის ბლონდ?
- კოკო შანელს დავუჯერე ლორდ ჰენრიიიი
- რა გითხრათ მის შანელმა?
- ჩემი სუნამო იქ უნდა წაისვა სადაც გინდა რომ მამაკაცმა გაკოცოსოოო, ლოოორდ...
- აკი ხილის დიეტაზე ვარო, ამდენი შოკოლადი რატომ ჩახეთქეთ მის ბლონდ?
- შოკოლადი რისგან მზადდება ლორდ?
- კაკაოსგან ცხადია..
- კაკო რაზე იზრდება ლორდ?
- ხეზე მის ბლონდ..
- ჰელლო ლორდ ჰენრი?....
ბარში დახლთან ლორდ ჰენრი ერთ ნაღვლიან ჯენტლმენს მიუჯდა, რომელსაც ლუდის კათხა ედგა წინ.
- ასე ნაღვლიანი რატომ ხართ მეგობარო?
- საშინელი დღე მაქვს სერ.. უიღბლო და უბედური ვარ...
ნაღვლიან კაცს სიტყვები არც კი ჰქონდა დამთავრებული ისე, კარი ხმაურით გაიღო და მთვრალი, დაკუნთული აყლაყუდა შემობარბაცდა... მან ჩასისხლიანებული თვალები ბარს მოავლო და პიდაპირ დახლთან მივიდა,
ნაღვლიან ჯენტლმენს მხარზე ხელი ჩამოსდო, მის კათხას დასწვდა ლუდი ბოლომდე გამოსცალა და ლუდის ნარჩენი ჯენტლმენს თავზე დააწვეთა...
- ნაღვლიან კაცს ცრემლები წასკდა....
- და სერ.. გეუბნებოდით რომ... - მიუბრუნდა კაცი ლორდ ჰენრის.. - საშინელი, საძაგელი დღე მაქვს.. გავკოტრდი, სახლი მევალეებმა წამართვეს, ცოლმა მიმატოვა, მეგობრებმა მიმატოვეს, არავის ვუნდივარ.. ამ საღამოსაც თავის მოკვლა გადავწყვიტე.. ლუდის კათხაში საწამლავი ჩავასხი და ისიც ამ რეგვენმა დამილია.... - ახლა კი მთელი ხმით მორთო ღრიალი უბედურმა ჯენტლმენმა...
- ქალებს ეგზომ რატომ გიჭირთ რუკების გარჩევა მის ბლონდ?
- რა ვიცი რა ვიცი ლორდ.... ქალებს ზოგადად გვიჭირს 5 სანტიმეტრის 5 კილომეტრად წარმოდგენა და ალბათ იმიტომ...
წარმოდგენა არ მაქვს ამ არჩევნებს ვინ მოიგებს ისეთი სიტუაციაა სერ..
- ელემენტარულია მის მერი... ვისაც ყველაზე მეტი მისცემს ხმას ის მოიგებს..
- სწორედ მაგია გამოცანა ლორდ! ვინ აიღებს ყველაზე მეტ ხმას...
- რა ფიქრი ამას უნდა.. მის მერი.. - ვის გვარსაც ყველაზე მეტჯერ შემოხაზავენ ის აიღებს ყველაზე მეტ ხმებს..
- მეკაიფებით ლორდ?
- ცხადია გეკაიფებით მის მერი...
- ვიქენდზე რას ინატრებდით ლორდ...
- მშვიდად ვისკის წრუპვას ვინატრებდი ....
- რამე რომანტიკულს რას ინატრებდით..
- ვისკის წვიმაში წრუპვას მის ბლონდ..
- გაიგეთ სერ, ჰერცოგ რობერტმა მისი ინტელექტის 90% დაკარგა
- სად! როგორ! როდის!
- ცოლს გაშორდა სერ...
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive